მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » Steve Ballmer / სტივ ბალმერს Apple iPad-ის პოპულარობა არ მოსწონს
2:48 PM
Steve Ballmer / სტივ ბალმერს Apple iPad-ის პოპულარობა არ მოსწონს



Microsoft-ის ხელმძღვანელმა სტივ ბალმერმა (Steve Ballmer) რედმონდში მიმდინარე Financial Analysts Meeting-ის ანალიტიკოსებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე კომპანიის ამბიციური გეგმების შესახებ განაცხადა. ბალმერმა აღიარა, რომ Apple iPad პლანშეტების პოპულარობა მას არ აწყობს.  «Apple-მა საინტერესო სამუშაო ჩაატარა. და მან (ნამდვილად) მეტი (iPad) გაყიდა, ვიდრე მე მათ ვუსურვებდი»,— ამბობს ტოპ-მენეჯერი.

შემდგომში ბალმერმა მოჰყვა, რომ Windows-ის ბაზაზე პლანშეტის შექმნა №1 ამოცანაა Microsoft-ისა და მისი პარტნიორებისთვის. კომპანიათა რიცხვში, რომლებიც Microsoft-თან ერთად iPad-ის ალტერნატივას ამზადებენ, სტივ ბალმერმა კომპიუტერული ტექნიკის წამყვანი მწარმოებლები დაასახელა Acer, Dell და Toshiba-ს ჩათვლით. ბრიტანელ ჩიპმეიკერთან ARM Holdings Plc, რომლის პროდუქცია "ვაშლოვან” მოწყობილობებში გამოიყენება, ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ ჭორები უარყო რა, ბალმერმა განაცხადა, რომ მომავალი პლანშეტები კომპანიის Intel მიკროსქემებზე იმუშავებს. Microsoft-ის ხელმძღვანელმა აგრეთვე მოჰყვა, რომ Intel-ის ახალი გადაწყვეტები, რომელთა გამოჩენასაც მომავალი წლის დასაწყისში უნდა ველოდეთ, პლანშეტების ბაზრისთვის ნამდვილი კატალიზატორი გახდება.

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო Samsung Electronics-სა და LG-ის წარმოების ახალი სმარტფონები Windows Phone 7-ის ბაზაზე. სიახლეთა ფოტოგრაფირება აკრძალული იყო.








კატეგორია: მობილური - აი ფონი | ნანახია: 1426 | დაამატა: allfile | ტეგები: Steve Ballmer, Apple iPad, Windows Phone 7, LG, Dell, სტივ ბალმერი, ARM Holdings Plc, Toshiba, Samsung Electronics, Acer | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar