მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » Intel-ის ჩიპებს iPhone-სა და iPad-ში გამოიყენებენ?
2:43 PM
Intel-ის ჩიპებს iPhone-სა და iPad-ში გამოიყენებენ?


რამდენად სერიოზულად შეიძლება განვიხილოთ Intel-ის წარმოების ჩიპების გამოყენების პერსპექტივა ისეთ მოწყობილობებში, როგორიცაა iPhone და iPad? ბურუსით მოცულ ვარაუდებს შესაძლებელია არც ისე ცუდი შანსი ჰქონდეთ რეალური ხორცშესხმისა, თუკი Intel გერმანულ კომპანიას Infineon შეიძენს – მოცემული გარიგების გარდაუვალობის შესახებ აშშ-სა და ევროპის მთელმა რიგმა საინფორმაციო გამომცემლობებმა უკვე განაცხადეს. ბედის ირონიით, Intel-ს შეუძლია Apple-ის პოპულარულ მოწყობილობებში საკუთარი პროდუქციის დანერგვის შესაძლებლობა საკომუნიკაციო ჩიპების წყალობით მიიღოს – მიმართულება, 2006 წელს, რომელიც კომპანია Marvell-ის მიერ იქნა შეძენილი.

ცნობისმოყვარე და ხელმარჯვე ადამიანების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რომლებმაც iPad-სა და iPhone 4-ის შიგთავსის შესწავლა მოასწრეს, მათში Infineon-ის წარმოების ორი ჩიპია გამოყენებული – ტრანსივერი GSM/W-CDMA და კომუნიკაციური პროცესორი – მოწყობილობების საკვანძო კომპონენტები. ეს კავშირი 3G ქსელებში მუშაობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, მათ შორის სტანდარტებით HSDPA/HSUPA მონაცემთა გადაცემის სიჩქარით 7,2 მბიტ/წმ / 2,9 მბიტ/წმ. ამას გარდა, პროცესორი 5 მპ გარჩევადობის მქონე კამერების მოდულებთან მუშაობას უჭერს მხარს, რაც აქტიურად გამოიყენება, მაგალითად, iPhone 4-ში (ვერსია X-GOLD 618) – იტყობინება საიტი UMB TechInsights.

Apple-ის მოწყობილობების გარდა, Infineon-ის შეძენამ შესაძლებელია  Intel-აც გაუხსნას კარი მობილური ტელეფონების სხვა კომპანია-მწარმოებლების პროდუქციაში გამოსაყენებლადაც, როგორიცაა Nokia ან Samsung, რომლებიც აქტიურად იყენებენ გერმანელი ჩიპმეიქერის მიკროსქემებს.










კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1624 | დაამატა: allfile | ტეგები: Marvell, iPhone 4, X-GOLD 618, nokia, Infineon, Apple, HSDPA/HSUPA, UMB TechInsights, Samsung, iPad | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar