მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კონფერენცია ბათუმში
2:37 PM
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კონფერენცია ბათუმში



საკრებულოს წევრების უფლებებსა და რეგიონული მართვის თემაზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა კონფერენციას მართავს. შიდაპარტიული კონფერენეცია უკვე მეორე დღეა ბათუმში მიმდინარეობს. იგი ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო. საქართველოს სხავადასხვა რეგიონის საკრებულოებში ქდმ-ს 80 წარმომადგენელს რჩევებს ქართველი და უცხოელი ექსპერტები აძლევენ. 

`მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი დეპუტატები იქნებიან თანაზიარნი ჩვენი მოსახლეობის პრობლემებისა და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, მათ ამ პრობლემების მოგვარებაში ხელი შეუწყონ. თუმცა ამას, მონდომებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარდა, სჭირდება შესაბამისი ცოდნითა და უნარებით შეიარაღება. ამერიკელ კოლეგებსა და ქართველი ექსპერტებთან ერთად ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში ვმუშაობთ სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ცოდნა ამ მიმართულებით კიდევ უფრო ამაღლდეს,` - აღნიშნა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.  
კონფერენცია დღეს დაიხურება.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1112 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar