მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » დმანისის მუზეუმის პრეზენტაცია
2:34 PM
დმანისის მუზეუმის პრეზენტაცია


საქართველოს ეროვნული მუზეუმი დმანისის მუზეუმში  უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების პრეზენტაციას მართავს.

დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების და ცხოველთა განამარხებული ნაშთები და ქვის იარაღები დაახლოებით 1.7-1.8 მილიონი წლით თარიღდება. ამ აღმოჩენებმა შეცვალა მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების პირველი განსახლების შესახებ და ევრაზიის კოლონიზაციის თარიღი ასობით ათასი წლით უკან გადასწია. დღეისათვის დმანისის ამ აღმოჩენებმა ფართო  საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

2010 წელს ჰომინიდების კოლექცია კიდევ უფრო გამდიდრდა. ნაპოვნია ჰომინიდების ჩონჩხის ნაწილები, ასევე გადაშენებულ ცხოველთა კარგად შემონახული თავის ქალები.

დმანისის პროექტში მრავალი ქვეყნის მეცნიერები მონაწილეობენ, ტრადიციულად გათხრებზე ბევრი უცხოელი ახალგაზრდაც ჩამოდის, წელს დმანისის საველე სკოლამ ოფიციალური სტატუსი მიიღო და მისი მონაწილეები ამერიკული უნივერსიტეტის კრედიტებს იღებენ.

2010 წელს გათხრებს საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური სამეცნიერო ფონდი აფინანსებენ.








კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1155 | დაამატა: allfile | ტეგები: prezentacia, muzeumi, dmanisi, პრეზენტაცია, მუზეუმი, დმანისი, დმანისის მუზეუმის პრეზენტაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar