მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » ეიფელის ,,ნავთობი''
1:46 PM
ეიფელის ,,ნავთობი''



ტეხასის ნავთობკომპანია საფრანგეთიდან ლეგალურად 2.8 ტრილიონი დოლარი ღირებულების ნავთობის "მოსაპარად" ემზადება

ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიები ტეხასის ტერიტორიას დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდნენ და ბურღავდნენ. ისინი საფუძვლიანად წმენდნენ მთლიან შტატს და მილიონობით ბარელ ნავთობს ტუმბავდნენ.
რამდენიმე ხნის წინ, დალასის ერთ-ერთმა წამყვანმა ნავთობკომპანიამ განცხადება, რომ მსოფლიოს გარშემო გეოლოგთა ჯგუფის გაგზავნას აპირებდა. ჯგუფის ვალდებულება იყო ჩაეტარებინა მსოფლიო მასშტაბით კვლევები და ნავთობის ისეთი მარაგი აღმოეჩინა, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენდა ნავთობპროდუქტების ბაზარზე და მის თამაშის წესებს შეცვლიდა. რამდენიმეხნიანი კვლევის შემდეგ გეოლოგები შოკისმომგვრელი ინფორმაციით დაბრუნდნენ, მათ აღმოაჩინეს ნავთობის უზარმაზარი მარაგი, არა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში ან ლათინურ ამერიკაში, არამედ საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში - ეპიცენტრი ეიფელის კოშკთან. აღმოჩენილი ნავთობის რაოდენობა 40 მილიონ ბარელს აღწევს, თუმცა გეოლოგებს სჭირდებათ კიდევ დრო და თანხები, რათა ბოლომდე დაასრულონ კვლევა და ნავთობის ზუსტი რაოდენობა დაადგინონ. დღესდღეობით ეს აღმოჩენა დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს.
კვლევის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში კომპანიამ საფრანგეთის მთავრობიდან სასწრაფოდ იყიდა უფლება ამ პროექტზე, სანამ ნავთობის დაახლოებითი რაოდენობა გაირკვეოდა.
ამ ტერიორიაზე საფრანგეთში ნიადაგის ზემოდან თქვენ შეხვდებით არაჩვეულებრივ ვენახებს, აქ იწარმოება მრავალი სახეობის ცნობილი ფრანგული ყველი, შამპანური და ა.შ სწორედ ამ ტერიტორიის წიაღში აღმოჩენილია უზარმაზარი რაოდენობის საწვავი.
თავის დროზე დალასის ნავთობკომპანია დიდ რისკზე წავიდა, მან გაყიდა მთელი თავისი აქციები, რაც კი გააჩნდა, რათა აქედან მიღებული თანხები ჩაედო ამ პროექტში. როგორც ჩანს, ეს ქმედება მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ნავთობის ამ მარაგს შეუძლია დააკმაყოფილოს ამერიკელი ხალხის მოთხოვნა და უზრუნველყოს საწვავით მინიმუმ 5 წლის განმავლობაში. ამ მარაგის ღირებულება კი დაახლოებით 2.8 ტრილიონი დოლარს აღწევს.
კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ნავთობი ჯერ-ჯერობით არ გამოიტანოს ბაზარზე და გააგრძელოს კვლევა, სანამ არ დადგინდება მარაგის ზუსტი რაოდენობა. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს საბოლოოდ ბაზარზე ნავთობის ეს რაოდენობა. როგორც ცნობილია, მსოფლიო დღეში დაახლოებით 85 მილიონ ბარელი ნავთობს მოიხმარს. ამიტომ აღნიშნული ნავთობის ამოღება მსოფლიო ფასებზე რეალურ ზეგავლენას ვერ მოახდენს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი ამერიკის შეერთებული შტატებს 5 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს, რაც საკმაოდ დიდ აქტივებს წარმოადგენს აშშ-სთვის. ასე რომ, ეს აღმოჩენა დიდ წარამატებას მოუტანს არა მარტო დალასის კომპანიას, რომელმაც მთელი თავის აქტივები გაყიდა და ამ პროექტის კვლევაში ჩადო, არამედ მთლიან აშშ-ს, მთელი 5 წლის განმავლობაში.
როგორც ცნობილია, ნავთობის მარაგი დედამიწაზე არ არის მუდმივი. იგი დაგროვილია მრავალი საუკუნის განმავლობაში, თანდათანობით, რომლის მოხმარებაც ხდება დღესდღეობით იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე მოხდა მისი აკუმულირება მრავალი ათასწლეულის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, არის შიში, რომ ერთ დღესაც ამოიწურება ნავთობის მარაგი და საჭირო გახდება სხვა ალტერნატივებით ჩანაცვლება. (ეს ალტერნატივები უკვე მოძებნილია-ენერგია, რომელსაც იღებენ წყლის დაშლისგან, ჰაერის ტურბინებისგან და ა.შ) მათი გამოყენება უკვე ხშირია ბევრ ქვეყანაში, თუმცა, რა თქმა უნდა, არა ისეთი მასიური, როგორც ნავთობის.
1970 წელს ვარაუდობდნენ, რომ 2000 წლისთვის ნავთობის მარაგი გამოილეოდა, თუმცა, როგორც ხედავთ, ეს ვარაუდი არ გამართლდა. დღეს დღეობით კი ფიქრობენ, რომ 2030-3040 წლისთვის საწვავის ამოწურვის ვადა დადგება, თუმცა როგორც გამოკვლევებითაა ცნობილი, 2007-2030 წლებში ნავთობის მოხმარება 47%-ით გაიზრდება. 2030 წლისთვის ნავთობი ისეთივე მთავარ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკაში, როგორც ეს დღესაა.
აქედან გამომდინარე, მომავალშიც უნდა ველოდოთ იმ ფაქტებს, რომ საწვავის აღმოჩენა შეიძლება მოხდეს არა მარტო პარიზში, არამედ ისეთი დიდი და უძველესი კულტურის მქონე ქალაქებში როგორიცაა: რომი, ათენი, ლონდონი და ა.შ. მთავარია, როგორ შეხვდებიან ქალაქის ცენტრში მუზეუმებთან და თეატრებთან ახლოს მდგომ ნავთობის ჭაბურღილებს ქალაქის მცხოვრებლები, ტურისტები და რამდენად დაუშვებენ ძველი კულტურული ძეგლებისა და ქალაქის იერსახის შელახვას საწვავის გამო.

.
.













კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1339 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar