მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » უცნაური კატა
1:38 PM
უცნაური კატა
ყველაზე უცნაური კატა
[b]
ამერიკაში ყველაზე უცნაური კატა ეშმაკს ჰგავს. მას ოთხი ყური აქვს და იოდა ჰქვია.
კატა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ილინოისის მცხოვრებლების, თედის და ვალერიას შვილმა როკმა თავისი საყვარელი ცხოველის სურათი ინტერნეტში დადო.
სულ რამდენიმე კვირაში ბუნების საოცრებამ მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუებში. ამ ფოტომ მრავალი გაზეთი და ჟურნალი დაამშვენა. ერთ-ერთმა გაზეთმა დაწერა: "ბეტმენს რომ კატა ჰყოლოდა, ის, ალბათ, ასეთი იქნებოდა".
ოთხყურიანი კატის წარმომავლობა უცნობია. იგი პატარა კნუტი იყო, როდესაც მეზობელი ბარიდან მოიყვანეს. იქ მისი სტუმრებს ეშინოდათ და მას ეშმაკს ეძახდნენ. როკის ოჯახს კი კატა მაშინვე მოეწონა. მათ "საფრთხობელა" სახლში წაიყვანეს და იოდა დაარქვეს. ის რაღაცით ჰგავს "ვარსკვლავური ომების" გმირს, - ამბობს თედი. უცხოპლანეტელ იოდის ორი ყური ჰქონდა, მაგრამ ისინი სწორედ იმ ორ ყურს ჰგავს, რომელიც კატას აქვს "დამატებით".



კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1147 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar