მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » მედიუმებს სახელმწიფი დაფინანსება
1:34 PM
მედიუმებს სახელმწიფი დაფინანსება
სახელმწიფო დაფინანსება მედიუმებს
[b]
უელსის შრომის დეპარტამენტმა ექსტრასენს წყვილს ბიზნესის განსავითარებლად თანხა გამოუყო. სახელმწიფოსგან მიღებული თანხით მედიუმები გეგმავენ ხალხს მიცვალებულებთან კავშირი ასწავლონ.
მედიუმებმა, პოლმა და დებორა რისმა უმუშევართა დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6,5 ათასი დოლარი (მოქალაქეები, რომლებიც დახმარებით ცხოვრობენ, ეძლევათ განსაზღვრული თანხა, რომლის დახმარებითაც მათ შეუძლიათ საკუთარი საქმის წამოწყება შეუძლიათ) მიიღეს.
ექსტრასენსები ყვებიან, რომ ფულის მიღება არც ისე ადვილი იყო. ამისათვის მათ 15 გვერდიანი ბიზნეს-გეგმა დაწერეს, სადაც თავიანთ მომავალი საწარმოს აღწერენ. "ჩვენ მოგვიწია იმის დამტკიცება, რომ თაღლითები არ ვართ", - ამბობენ მედიუმები. ცოლ-ქმარმა რისებმა განაცხადეს, რომ იშრომებენ "საზოგადოებისათვის": ისინი გახსნიან კურსებს, რომლებზეც მოქალაქეებს შეასწავლიან როგორ დაამყარონ კონტაქტი მიცვალებულ ნათესავებთან. "ხალხს, რომლებმაც დაკარგეს დედა, მამა და შვილები, სჭირდება მხარდაჭერა და მათ უნდა დავუმტკიცოთ, რომ სხვა ცხოვრებაც არსებობს", - აღნიშნა პოლ რისმა.
თუმცა, უელსის მცხოვრებლები მედიუმების წარმატებით კმაყოფილი არ დარჩენილან. ხელისუფლების წევრს, კონსერვატორ ჯონათან მორგანს სამარცხვინოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ "გადასახადების გადამხდელთა ფული მიდის ხალხთან, რომლებიც სხვებს ასწავლიან, როგორ ილაპარაკონ მკვდრებთან. უელსის მთავრობამ ხალხის პროტესტი გაითვალისწინა და გადაწყვიტა გადაამოწმოს, მართლა უნდა შეუწყოს ხელი ამ ბიზნესს სახელმწიფომ, თუ არა, თუ აღმოჩნდება, რომ ეს ასე არ არის, ექსტრასენსებს სახელმწიფო მხარდაჭერას ჩამოართმევენ.



კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1085 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar