მთავარი » 2010 » აგვისტო » 16 » ბითლზის შესახებ...
8:02 PM
ბითლზის შესახებ...



ბითლზი (ინგლ.: The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ- და როკენროლ-ჯგუფი ლივერპულიდან, (ინგლისი) დღემდე მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მათმა ნოვატორულმა ტექნიკამ და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა 1960-იანების მიმდინარეობა, მათი გავლენა პოპ-კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა. ჯგუფი, რომელიც ძირითადად შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში "ბრიტანული შემოსევის" პიონერი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათი საწყისი მუსიკალური სტილი 1950-იანი წლების როკ-ენდ-როლსა და ადგილობრივ სკიფლს ეფუძნებოდა, ჯგუფის შემოქმედება დროთა განმავლობაში გასწვდა ისეთ ჟანრებს, როგორიცაა ტინ პენ ელი და ფსიქოდელიური როკი. მათი ჩაცმის სტილი და განცხადებები საზოგადოებისთვის მოდის მიმართულების განმსაზღვრელი იყო, ხოლო მათი მზარდი სოციალური აქტიურობა 1960-იანი წლების სოციალურ და კულტურულ რევოლუციებზეც ტოვებს კვალს. 1970 წელს ჯგუფის დაშლის შემდეგ, თითოეულმა წევრმა სოლო კარიერა გააგრძელა.










კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1200 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar