მთავარი » 2010 აგვისტო 16 » ლექსები
5:16 PM ლექსები | |
ჟანა დარკმა სითბო იგრძნო, თუმცა მწარედ გაეღიმა, ცას ახედა,გაიფიქრა: "წამოვიდეს ნეტავ წვიმა!" *** პუშკინმა თქვა:"მომატყუეს, აღარ მჯერა მე ფიცისო. აბა ბანძი-გოიმია, თოფის სროლა არ იცისო?!" *** ჰოლმსმა ბრძანა:"მე ბრძოლას ვწყვეტ და სიკვდილთან დავდე ზავი, იქ დამმარხეთ,სადაც არის დამარხული ძაღლის თავი. *** დი კაბრიომ გაიფიქრა: "კიდევ მინდა ვნახო მზეო, მოდი ამ ქალს გადავაგდებ, მე ავძვრები ფიცარზეო." *** სიმწრისაგან კივის ბრუნო: "მე ხომ არ მაქვს,მართლა ბედი, გამიშვით და დედამიწა, იყოს გინდაც ოთხკუთხედი." *** მარატმა თქვა:"წყალი მიყვარს, აღარ მაწევს გულზე ლოდი, მანდ ვინ არის?დედა შენ ხარ? ჩამიხეხე ზურგი მოდი!" *** მერლინ მონრომ:"აღარ მოვწევ, ნარკოტიკიც აღარ მინდა, ეს რა შუქმა მომჭრა თვალი?! უი...მთვარე ჩამოფრინდა." *** შექსპირმა თქვა:"ჩემი სქესი, მსურს სადავო გახდეს მერე, პიესებზე ევას ნაცვლად, ვილიამი დააწერე..." *** კეისარმა:"მგონი მკლავენ, ხმალს მირჭობენ ჩემი ძენი, ეს ვინღაა,მგონი ვიცნობ, შე-ენც ბრუტუს,უხ მე შენი.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |