მთავარი » 2010 » აგვისტო » 16 » იგივე კამიკაძეები,ოღონდ ძველი დროის
4:52 PM
იგივე კამიკაძეები,ოღონდ ძველი დროის
ასასინების ორგანიზაცია ჯერ კიდევ 8 საუკუნეში გვხვდება, მათი აღმავლობა მას შემდეგ იწყება რაც ძლიერი მმართველი ჰასან საბაჰი დაარსებს ციხესიმაგრეს ალამუტში. თავად ასასინები იყვნენ კამიკაძე მკვლელები, ანუ მსხვერპლს კლავდნენ და მერე გახარებულები კვდებოდნენ.
არსებობს ისტორია რომ, მბრძალებლის ერთი ხელის დაქნევაზე კლდიდან მცველი გადაეშვება უფსკრულში, მარტო იმიტომ რომ უცხოელ სტუმარზე შთაბეჭდილება მოეხდინა და ბატონისთვის ერთგულება დაემტკიცებინა. აი ასეთი რადიკალური და ფანატიკური იყო (და შეიძლება არის კიდეც) ასასინების სექტა.
მივადექით მთავარს: მაინც რა იწვევდა ასეთ ფანატიკურ ერთგულებას? გახდა რა მმართველი ჰასან საბაჰმა ასეთ ხერხს მიმართა, თავის რჩეულ ჯარისკაცებს იბარებდა სასახლეში და შემოქონდათ ღვინო. ცხადია სტუმრები აღშფოთდებოდნენ, რადგან ღვინო არ ესმევათ რელიგიის მიხედვით, მაგრამ ჰასან საბაჰმა არწმუნებდა მათ რომ ის არის თვით ალაჰისგან მოგზავნილი და მის სტუმრებს ნებადართული აქვთ რაც მოესურვებათ ის აკეთონ. ცოტა ხანიც, ღვინით და ჰაშიშით გაბრუებული სტუმრები იძინებდნენ და ისინი მაშინვე გადაყავდათ ულამაზეს ბაღში, სადაც მათ ქალები ელოდნენ, ღვთაებრივი სიმღერებით. ეს ქალები “მომსახურების” შემდეგ ისევ დაათრობდნენ სტუმრებს და მათ უკან აბრუნებდნენ ისევ ჰასან საბაჰის სასახლეში. ამ მოვლენების შემდგომ ასასინების ქვეყანაში დაიწყო თვითმკვლელობების სერია, ჰასან საბაჰი არ ელოდა ასეთ შემოტრიალებას და ამიტომ დაამატა, სამოთხეში მხოლოდ ის მოხვდება ვინც მე მიწამებს და ერთგულად მემსახურებაო…
ალბათ აღარ არის გასაკვირი რატომ კვდებოდნენ სიხარულით მისი გულისთვის. თავიდან ასასინები არ იყვნენ შიიტი მუსლიმები, არამედ გახლდნენ სუფისტები (სუფიზმის მიმდევრები), ხოლოდ მოგვიანებით მიიღეს ოფიციალურად ისლამი ისიც თავის გადარჩენის მიზნით. ძალიან მჭიდრო კავშირში იყვნენ ტამპლიერებთან და მათთან ერთად იბრძოდნენ დამასკოს ასაღებად. მათ ლიდერი უშუალოდ თანამშრომლობდა ბოლდუინ II-სთან როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ასევე რელიგიურ საკითხებში.
ასასინების ფანატიკურობას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებდა. ალამუთში, მაგისტრს ჰქონდა ძალიან ლამაზი ბაღი, ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე. ასასინთა სექტაში გაწევრიანების მერე, ამ ახალ წევს მოაწევინებდნენ ჰაშიშს, თვალებს აუხვევდნენ და ბაღში ჩასვავდნენ. ჰაშაშის ზემოქმედების ქვეშ მყოფს ყველაფერი ლამაზი ეჩვენებოდა, როდესაც ჰაშაში ზემოქმედებას შეწყვეტდა ისევ გამოიყვანდნენ ბაღიდან და შემდეგ ეუბნებოდნენ, ეხლა ჩვენ შენ სამოთხე გაჩვენეთო. თუ მოკვდები რელიგიის გულისთვის შენ ამ სამოთხეში მოხვდებიო. ამის გამო ისინი ყველაფერს ჩაიდენდნენ. იცოდნენ სად მიდიოდნენ , იცოდნენ ის ნეტარება რომელსაც იქ განიცდიდნენ, ამიტომაც დიდი სიხარულით კვდებოდნენ.
ასასინებს ერთი ტერიტორიული სახელმწიფო არ ჰქონიათ. ისინი ფლობდნენ ციხეებს სხვადასხვა კუთხებში, ციხეებს რომლებიც აკონტროლებდნენ სავაჭრო გზებს. ასასინების სწორი სახელწოდებაა ჰაშიშინები ან ჰაშიშიუნები…ასასინ ამ სიტყვის ფრანგულ-ნორმანული ვარიანტია.ეს იყო მეომართა ისლამური სექტა,რომელიც წარმოიშვა lxს.დასასრულს სელჩუკთა ხალიფატსა და ეგვიპტის საზღვრის მიდამოებში…დამაარსებელი იყო ვინმე ჰასან იბნ საბაჰი,იგივე “მთათა მოხუცი”,ერთდროს თანამდებობის პირი მალიქ შაჰის კარზე…თავისი დროისთვის უაღრესად განვითარებული,განათლებული და ამასთან ფანატიკოსი პიროვნება…სექტის მამოძრავებელი ძალა იყო ჰაშიში(ალბათ იცით,რაც არის),რომელიც “მთათა მოხუცს” უკაცრიელი მთებიდან შემოჰქონდა მცირე რაოდენობით…ჰაშიშის 2-3 ულუფის შემდეგ ადამიანი ხდებოდა მთლიანად დამოკიდებული მისთვის შემდეგი დოზის მიმცემზე…დაინახა რა ასეთი ეფექტი,იბნ საბაჰმა გააფართოვა თავისი საქმიანობა,ამავე დროს ხელი მიჰყო თავისი ახალგამომცხვარი ჰაშიშინების მაღალ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დონეზე მომზადებას…ამან გამოიღო ისეთი შედეგი,როგორსაც არავინ ელოდა,ალბათ თვით წამომწყებიც კი…ათი ჰაშიშინი უდრიდა 100კაცზე მეტს…ჰაშიშინი ბრძოლიდან არ გარბოდა,რადგან მაშინ სამოთხეში ვერ მოხვდებოდა და შესაბამისად არც ჰაშიშს მიართმევდნენ იქ ვერცხლის კოვზებით…უკვე მიხრწნილმა “მთათა მოხუცმა” შექმნა ჰაშიშინების მთელი არმია და უპრობლემოდ დაიპყრო მთელი რიგი ციხესიმაგრეები,მათ შორის აუღებელი ალამუთიც,რომელიც საკუთარ რეზიდენციად აქცია…ამრიგად,ჰაშიშინები იქცნენ დამოუკიდებელ და ფრიად აგრესიულ პოლიტიკურ ძალად…ჰაშიშინების გულის მოგებას ცდილობდა ყველა სულტანი და ხალიფა,ვისაც თავში ჭკუა ქონდა და არ სურდა,ერთ დილასაც ღორივით დაეკლათ….მთათა მოხუცს მემკვიდრე არ დარჩა,მის მაგივრად არჩეულებმა კი იმდენი ტალანტი ვეღარ გამოიჩინეს და ამიტომაც ჰაშიშინების გავლენა შედარებით შემცირდა,თუმცა სექტა კვლავ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა….მთელი ოთხი საუკუნის განმავლობაში ჰაშიშინები ინარჩუნებდნენ მნიშვნელოვან გავლენას და დამოუკიდებლობას,ციხესიმაგრე ალამუთმა 400 წლის განმავლობაში 300 მეტ შეტაკებას გაუძლო…ბოლოს ისევ შიგნიდან გატყდა…ალამუთის დაცემით ჰაშიშინთა სექტამ დაკარგა მნიშვნელოვანი სამხედრო ერთეულის სტატუსი და მმართველ ხელისუფლებას დაექვემდებარა…ამ წლებიდან მათი საქმიანობა ჩამოყალიბდა,როგორც მხოლოდ ნაემნი უბიცის,ჰაშიშინების არმიაზე უკვე ოცნებაც ზედმეტი იყო….მაგრამ რად ღირდა ტუნდაც ერთი გაწვრთნილი ჰაშიშინი…ალბათ,ათასობით ელჩი,მოხელე,თანამდებობის პირი გაამგზავრეს მათი მეშვეობით უკეთეს ქვეყანაში…ჰაშიშინები არ გადაშენებულან,ჰაშიშინების მიწისქვეშა სექტის და მსგავსი დაჯგუფებების შვილობილია ე.წ.”ალ ქაიდა”… პ.ს.ფორმალურად ისტორიაში ჰაშიშინებს ნინძების ისლამურ ვარიაციას უწოდებენ…ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან…



კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1256 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar