მთავარი » 2010 » აგვისტო » 16 » უნიკალური აღმოჩენა ცაგერში
10:55 AM
უნიკალური აღმოჩენა ცაგერში



ცაგერში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მამათა მონასტრის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა. ეკლესიის საკურთხეველში წმინდა ნაწილებია ნაპოვნი. ვარაუდობენ, რომ ნეშტის ნაწილები თავად წმინდანს მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის.

თვითმხილველების განცხადებით, თავის ქალაზე ჯვარია გამოსახული. ისტორიული წყაროების მიხედვით, წმინდა მაქსიმე აღმსარებელი საქართველოში გადმოასახლეს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ წმინდანი სწორედ საქართველოშია დაკრძალული.

მამათა მონასტრის ტერიტორიაზე გათხრები გაგრძელდება. მასში სოხუმისა და თბილისის უნიერსიტეტთა არქეოლოგები არიან ჩართულნი. უნიკალურ აღმოჩენაზე სამუშაოდ კი მსოფლიო დონის ანთროპოლოგებს მოიწვევენ, რომელთა დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელ საუკუნეს განეკუთვნება საკურთხეველში ნაპოვნი ნეშტის ნაწილები.

მაქსიმე აღმსარებელი მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. მეცნიერებმა საკუთარი დასკვნა ისტორიული წყაროების მიხედვითაც უნდა გააკეთონ. ბიზანტიაში ქრისტიანობისათვის ნაწამებ მაქსიმე აღმსარებელს ენა და ხელი ჰქონდა მოკვეთილი.









კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1281 | დაამატა: allfile | ტეგები: უნიკალური, cageri, agmochena, unikaluri, უნიკალური აღმოჩენა ცაგერში, ცაგერი, აღმოჩენა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar