მთავარი » 2010 » აგვისტო » 16 » პარაცეტამოლი მოზარდებში ალერგიისა და ასთმის რისკს ზრდის
0:17 AM
პარაცეტამოლი მოზარდებში ალერგიისა და ასთმის რისკს ზრდის

WWW.ALLFILE.DO.AM -Internet Files Encyclopedia / ინტერენტ ფაილების ენციკლოპედიაახალი
ზელანდიის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პარაცეტამოლის ერთჯერადმა მიღებამაც
კი, მოზარდებში, შესაძლოა, ასთმის რისკი მნიშვნელოვნად გაზარდოს.

სამედიცინო-კვლევითი
ინსტიტუტის თანამშრომლები ამ დასკვნამდე ბავშვებში ასთმისა და ალერგიის
გამომწვევი მიზეზების შესწავლისას მივიდნენ. კვლევებში 50 ქვეყნის, 300
ათასამდე, 13-14 წლის მოზარდი მონაწილეობდა, რომლებსაც ასთმისა და
ალერგიული დაავადებების სიმპტომების თაობაზე 3-პუნქტიანი კითხვარის შევსება
სთხოვეს. 

ერთ-ერთი კითხვა იმ პრეპარატებს ეხებოდა, რომლებიც
პარაცეტამოლს შეიცავენ. მისი მოხმარების სიხშირე სამ კატეგორიად
განისაზღვრა: "არასდროს მიმიღია", "საშუალო" (ბოლო წლის განმავლობაში
ერთხელ მაინც) და "მაღალი" (ბოლო თვის განმავლობაში ერთხელ მაინც).

აღმოჩნდა,
რომ პარაცეტამოლის საშუალო სიხშირით მიღება ასთმის რისკს 43 პროცენტით
ზრდის, ხოლო ხშირად მოხმარების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2,51-ჯერ
იზრდება. ალერგიული დაავადებების შემთხვევაში, რისკი 38%-ით მეტია, ეგზემის
შემთხვევაში კი - 31%-ით. 

კვლევების ხელმძღვანელის რიჩარდ ბიზლის
თქმით, აუცილებელია სათანადო კვლევების ჩატარება, რათა ზუსტად დადგინდეს
პარაცეტამოლსა და ამ დაავადებებს შორის კავშირი.

მომზადებულია medportal.ru-ის მიხედვით.








კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1388 | დაამატა: allfile | ტეგები: ambebi.ge, ალერგია, ზელანდია, alergia, medportal.ru, alergy, პარაცეტამოლი, paracetamoli, med.ge | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar