მთავარი » 2010 » აგვისტო » 15 » რუსეთის კოლონიაში ქართველი კანონიერი ქურდი გარდაიცვალა
6:04 PM
რუსეთის კოლონიაში ქართველი კანონიერი ქურდი გარდაიცვალა



რუსეთის კოლონიაში ქართველი კანონიერი ქურდი გიორგი მანაგაძე, მეტსახელად გია კუტაისსკი გარდაიცვალა. წინასწარი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 40 წლის გია კუტაისსკი კომის კოლონიის საავადმყოფოში გულის უკმარისობითა და კორონარული არტერიის თრომბოზით დაიღუპა.

გიორგი მანაგაძე რამდენჯერმე იყო გასამართლებული. 2008 წლის ზაფხულში ის სამართალდამცველებმა პოდმოსკოვიეში იმ გემზე დააკავეს, სადაც ტარიელ ონიანს ეგრეთ წოდებული `ქურდული სხოდკა` ჰქონდა. მაშინ რუსმა სამართალდამცველებმა 39 კანონიერი ქურდი და 2 კრიმინალური ავტორიტეტი აიყვანეს. მანაგაძემ გაქცევა სცადა, თუმცა მილიციამ ის მაინც დააპატიმრა.

გია კუტაისსკის საქართველოში იძულებითი დეპორტაცია მიუსაჯეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, საიდანაც მან გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით გია კუტაისსკი ისევ დააკავეს, ჩხრეკისას მას იარაღი და ნარკოტიკები აღმოუჩინეს. სასამართლომ მას 20-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.


















კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1396 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar