გალი-საბერიოს გზის მონაკვეთზე რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობა
დააკავეს. სამხედროებმა ზუგდიდში მიმავალი მიკროავტობუსი გზაში გააჩერეს,
მგზავრები გაჩხრიკეს, ჩამოართვეს პირადი ნივთები და შემდეგ იძულებით რუსულ
საგუშაგოზე გადაიყვანეს. 19 მშვიდობიანი მოქალაქე ამ დრომდე რუსების
ტყვეობაშია. მათ შორისაა წლინახევრის ბავშვიც.