მთავარი » 2010 » აგვისტო » 15 » აზერბაიჯანის, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრები გილაურს შეხვდნენ
5:28 PM
აზერბაიჯანის, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრები გილაურს შეხვდნენ


აზერბაიჯანისა და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრები მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდნენ. მოლაპარაკების დროს ახალი დეტალები გაირკვა, უკვე ცნობილია, რომ 30 დღის განმავლობაში ბუქარესტში დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელიც პირველ ეტაპზე პროექტის ტექნიკურ და ეკონომიკურ პარამეტრებს დაადგენს, ხოლო მეორე ეტაპზე მომდევნო პროექტისთვის თანხების მოზიდვაზე იმუშავებს.

`პრემიერ-მინისტრს პროექტის დეტალები გავაცანით. მოხარული ვარ, რომ მან მხარი დაგვიჭირა მოვძებნოთ გზები ამ პროექტის რეალიზების მხარდასაჭერად. ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,` - განაცხადა რუმინეთის ეკონომიკისა და ვჭრობის მინისტრმა ადრიან ვიდენაუმ.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1301 | დაამატა: allfile | ტეგები: აზერბაიჯანი, rumineti, gilauri, გილაური, ენერგეტიკა, მინისტრი, ministri, azerbaijani, რუმინეთი, energetika | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar