მთავარი » 2010 » აგვისტო » 15 » თსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
4:56 PM
თსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


თამარ ნემსიწვერიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სამამართლოში პროცესი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სახელწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს, საბოლოოდ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება. დაკავებულმა სასამართლოზე დუმილის უფლება გამოიყენა.

თამარ ნემსიწვერიძესთან ერთად, ქურდობაში ჭვმიტანილია ამავე ბიბლიოთეკის ყოფილი კომენდანტი თამაზ ნიკოლეიშვილი, საქმეში ფიგურირებენ წარსულში ქრთამის აღებისთვის ნასამართლევი მფრინავთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჭელიძე. გამოძიების ინფორმაციით, იგი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების ქურდობაში ეჭვმიტანილ ვაჟა აზარიაშვილსა და ზურაბ აღდგომელაშვილს წინაწარ შეთახმებული გეგმის მიხედვით ხელს უწყობდა მოპარული წიგნების რეალიზებაში, კერძოდ, თბილისის აეროპორტიდან უკრაინის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებაში ეხმარებოდა.










კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1232 | დაამატა: allfile | ტეგები: ბიბლიოთეკარი, biblioteka, tsu, თსუ, ბიბლიოთეკა, bibliotekari | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar