მთავარი » 2010 » აგვისტო » 15 » თბილისში გარე ვაჭრობა აიკრძალა
4:51 PM
თბილისში გარე ვაჭრობა აიკრძალა


თბილისში გარე ვაჭრობა აიკრძალა. ბოლო დღეების განმავლობაში მთელი დედაქალაქის მასშტაბით მერიის წარმომადგენლებმა ოთხი ათასამდე გარემოვაჭრე გააფრთხილეს, რომ 10 აგვისტოდან ისინი დახურულ სავაჭრო ობიექტებში უნდა გადასულიყვნენ. დღეს დილიდან პროცესი დაიწყო. თბილისში ყველა გარემოვაჭრე ვალდებულია, სამუშაოდ დახურულ ბაზარში გადავიდეს. მათთვის მერიამ რამდენიმე ადგილზე ახალი სავაჭრო ობიექტები ააშენა, სადაც ჯამში ექვსი ათასი მოვაჭრის ადგილია.

`დაახლოებით 15 000 ადამიანი ვაჭრობს ბაზრობებზე და გარეთ, ქუჩაში კი 4000-მდე. 6000-მდე თავისუფალი ადგილია ბაზარში დარჩენილი. ბაზარში მომუშავე 15000-მდე ადამიანმა მოთხოვნები წამოგვიყენა, რომ გარე ვაჭრობა აიკრძალოს, თუ არადა, იძულებულნი გახდებიან თვითონაც გარეთ გავიდნენ. წარმოიდგინეთ, ის 15 000 მოვაჭრეც რომ გარეთ გამოვიდეს, თბილისი რას დაემსგავსება? რაც უნდა მტკივნეულად მოგვეჩვენოს, ეს არის სწორი გზა. ერთი მხრივ, სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ, მეორე მხრივ, იქნება სუფთა გარემო და მოწესრიგებული სანიტარიული სიტუაცია,` - განაცხადა გიგი უგულავამ.





კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1119 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar