მთავარი » 2010 » აგვისტო » 15 » რუსეთი მარცვლეულის ექსპორტს კრძალავს
4:49 PM
რუსეთი მარცვლეულის ექსპორტს კრძალავს


რუსული მარცვლეულის ექსპორტზე დღეიდან აკრძალვა დაწესდა. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 15 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე რუსული მარცვლეული ექსპორტზე აღარ გავა.

მსოფლიო ბანკი მარცვლეულის ექსპორტიორ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მარცვლეულის გატანაზე შეზღუდვა არ დააწესონ. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ განაცხადა. მისი თქმით, ხორბლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებამ შესაძლოა სასურსათო ბაზარზე გლობალური კრიზისი გამოიწვიოს და ეს პირველ რიგში ღარიბ ქვეყნებს შეეხება. მსოფლიო ბანკი ექსპორტიორ ქვეყნებს მიმართავს, რომ რუსეთის მაგალითს არ მიბაძონ.

5 აგვისტოს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, 15 აგვისტოდან წლის ბოლომდე რუსული მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვას აწესებს.










კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1196 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar