4:47 PM მიხაი გიმპუ საქართველოში ჩამოდის | |
დღეს, საქართველოს მოლოდოვის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუ ეწვევა. იგი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის, საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინირებული მუშაობის, ეკონომიკური პროექტების განხორციელებისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ. დღესვე მიხაი გიმპუ ანაკლიაში ჩავა და იქ დასასვენებლად მყოფ, წყალდიდობისგან დაზარალებული ოჯახების მოლდოველ ბავშვებს მოინახულებს, რომლებიც პატრიოტულ ბანაკში ისვენებენ. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მოლდოვაში
სტიქიით დაზარალებული ოჯახის 170 ბავშვი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში 6
აგვისტოდან ისვენებს. ამასთან, ქართულმა მხარემ მოლდოვას ჰუმანიტარული ტვირთიც გაუგზავნა და წყალდიდობისგან დაზარალებულთათვის ერთი სოფლის აშენებას დაჰპირდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |