მთავარი » 2010 » აგვისტო » 14 » რაგბის ნაკრები ახალი მწვრთნელის მოლოდინშია
10:41 PM
რაგბის ნაკრები ახალი მწვრთნელის მოლოდინშია


საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალი მწვრთნელის მოლოდინშია. საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ავსტრალიელ ტიმ ლეინს კონტრაქტი ვადაზე ადრე შეუწყდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ გამართა. რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტიმ ლეინს გაწეული სამსახურისათვის.

`ტიმ ლეინი აღარ არის მთავარი მწვრთნელი, პირველი ივნისიდან შევწყვიტეთ მასთან კონტრაქტი. ეს მარტივი გდაწყვეტილება არ იყო, რადგან ისე ჩანს, თითქოს წარმატებული პოზიციებიდან გავათავისუფლეთ მწვრთნელი,`- განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ და განმარტა, რომ ტიმ ლეინმა კონტრაქტით გათვალისწინებული მთავარი პირობის, მორაგბეთა თამაშის ხარისხის გაუმჯობესება ვერ შეძლო.

ტიმ ლეინს, სავარაუდოდ, შოტლანდიელი სპეციალისტი რიჩი დიქსონი შეცვლის, რომელიც ფედერაციამ ერთი წლის წინ მოიწვია კონსულტანტად








კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1183 | დაამატა: allfile | ტეგები: mcvrtneli, მწვრთნელი, ragbi, mtsvrtneli, saqartvelo, sporti, რაგბი, რაგბის ნაკრები, მოლოდინი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar