მთავარი » 2010 » აგვისტო » 14 » აფხაზეთში ეს-300-ების განთავსებას თბილისში ეხმაურებიან
10:29 PM
აფხაზეთში ეს-300-ების განთავსებას თბილისში ეხმაურებიან


აფხაზეთში რუსული სარაკეტო სისტემის განთავსებას თბილისშიც ეხმაურებიან. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში დაუშვებლად მიიჩნევს აფხაზეთში შეიარაღების განთავსებას და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებები დარღვევაში ადანაშაულებს.

ჯონ ბასი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. `ეს ყველაფერი არ უწყობს ხელს სტაბილურობის შენარჩუნებას,` - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

რაკეტების განთავსებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის რუსეთის კონკრეტული გადაწყვეტილებები მისი აგრესიული პოლიტიკის ნათელი მაგალითია.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1197 | დაამატა: allfile | ტეგები: Abkhaziya, abkhazia, ეს 300, c 300, es 300, c300, afkhaz, e300, es300 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar