მთავარი » 2010 » აგვისტო » 14 » აფხაზი პოლიტიკოსი ლორიკ მარშანია გარდაიცვალა
10:23 PM
აფხაზი პოლიტიკოსი ლორიკ მარშანია გარდაიცვალა


გარდაიცვალა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, საზოგადოება `მშვიდობიანი აფხაზეთის` კოორდინატორი, ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ლორიკ მარშანია. გუშინ მომხდარი ავტოავარიის შემდეგ მძიმედ დაშავებული მარშანია თბილისის პირველ კლინიკური საავადმყოფოში გადაიყვანეს და ის გუშინვე გარდაიცვალა.

წარმოშობით აფხაზი ლორიკ მარშანია იმ მცირერიცხოვან აფხაზ მოღვაწეთა შორის იყო, ვინც ღიად დაუპირისპირდა სეპარატისტთა ლიდერს ვლადისლავ არძინბას. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, წლების მანძილზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. უკანასკნელ წლებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი და იმავდროულად, მოძრაობა "მშვიდობიანი აფხაზეთის” კოორდინატორი იყო.

ლორიკ მარშანია მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, სადაც საქართველოს ინტერესებს იცავდა. იყო აკადემიკოსი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1191 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar