მთავარი » 2010 » აგვისტო » 14 » 23 წლის ახალგაზრდა შელაპარაკებისას დაჭრეს
9:57 PM
23 წლის ახალგაზრდა შელაპარაკებისას დაჭრეს




ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს წუხელ 23 წლის გიორგი შალამბერიძე. თბილისში, დიღმის მასივში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების გამო მოხდა.

მოწმეებმა 6 გასროლის ხმა გაიგეს. დაჭრილს 3 ტყვია მოხვდა. ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. მას ჭრილობა მუცლისა და მუხლის არეში აქვს მიყენებული. გიორგი შალამბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართლადამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ.










კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1102 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar