მთავარი » 2010 აგვისტო 14 » ირაკლი კაკაბაძე წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება
9:51 PM ირაკლი კაკაბაძე წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება | |
![]() ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა განუცხადა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს ბრალი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ. გეგეჭკორის თქმით, იმის გამო, რომ დღეს სასამართლოს დასვენების დღე აქვს, საპატრულო პოლიცია სასამართლოს შუამდგომლობით ხვალ მიმართავს. აქციის მონაწილეების ინტერესებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი დაიცავს. ირაკლი კაკაბაძე დღეს ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. აქციის მონაწილეები ბუშის ქუჩისათვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც მათ პოლიციის გამოჩენისას ლექსი "ძაღლებო, ძაღლებო" წაიკითხეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |