მთავარი » 2010 აგვისტო 14 » ბათუმში ხვალ სილამაზის კონკურსი - "სტუდენტური სახე 2010"-ის ფინალური საღამო გაიმართება
8:59 PM ბათუმში ხვალ სილამაზის კონკურსი - "სტუდენტური სახე 2010"-ის ფინალური საღამო გაიმართება | |
ბათუმი სილამაზის კონკურსს - "სტუდენტური სახე 2010" მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 18 უმაღლესი სასწავლებელი იღებს . "სტუდენტური სახე 2010" გუშინ ბათუმის "აკვა პარკში", კონკურსანტების ფოტოსესიით დაიწყო. კონკურსის პროგრამის ფარგლებში კონკურსანტებმა დღეს ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს. ხვალ კი ბათუმის თეატრის შენობაში დასკვნითი საღამო მოეწყობა და "მის სტუდენტური სახე 2010" გამოვლინდება. ღონისძიების პარტნიორები არიან - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, ქ. ბათუმის მერია; პროექტის სპონსორია - კომპანია "ბილაინი", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ჟიურის წევრები არიან - სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პრეზიდენტი - გიკა ჯოხაძე, "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - თეონა ბაღდავაძე, ვაკის საცურაო აუზის მენჯერი - გიორგი ბოჭორიშვილი; სილამაზის კონკურსის ორგანიზატორია - ნათია ცაბუტაშვილი, ასევე ალინა არველაძე, ნინა ქობალია, გეგა ფალავანდიშვილი, ირინა ონაშვილი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |