მთავარი » 2010 » აგვისტო » 14 » აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღეს 18 წელი შესრულდა
8:31 PM
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღეს 18 წელი შესრულდა

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღეს 18 წელი შესრულდა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღეს 18 წელი სრულდება .
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ~აფხაზურმა გვარდიამ~, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით 11 აგვისტოს მიიღო.
შეთანხმების მიუხედავად, ~აფხაზურმა გვარდიამ~ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
აფხაზურ-რუსულმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება ~საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს~ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს.
ქართული მხარის ჯერაც დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკაროდ დარჩა.
აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.









კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1428 | დაამატა: allfile | ტეგები: საომარი, დღეს, აფხაზი, შესრულდა, აფხაზეთი, მოქმედებები, დაწყება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar