მთავარი » 2010 აგვისტო 14 » ბარაქ ობამა 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე მეჩეთის აშენებას მხარს უჭერს
8:19 PM ბარაქ ობამა 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე მეჩეთის აშენებას მხარს უჭერს | |
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის
ადგილზე მეჩეთის აშენებას მხარს უჭერს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს
პრესი" იუწყება
."როგორც მოქალაქე და როგორც პრეზიდენტი მივიჩნევ, რომ მუსულმანებს ისეთივე უფლება აქვთ თავიანთი რელიგიის აღმსარებლობის, როგორც ამ ქვეყნის სხვა მაცხოვრებლებს", _ განაცხადა ობამამ. მისივე თქმით, ადგილობრივი კანონმდებლობით, ეს უფლება გულისხმობს ასევე მეჩეთებისა და კულტურული ცენტრების მშენებლობას, მათ შორის მანჰეტენის ტერიტორიაზეც. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკაში აღმსარებლობის თავისუფლება ურყევი უნდა იყოს. აშშ-ს პრეზიდენტმა მოუწოდა მოქალაქეებს, არ დაივიწყონ, ვის და რატომ ებრძვის ამერიკა. ობამას განცხადებით, ტერორისტულ ქსელს ალ-ქაიდას არანაირი ურთიერთობა არ აქვს ისლამთან. "ეს ისლამის უხეში დამახინჯებაა", - განაცხადა ობამამ. მისივე თქმით, ალ-ქაიდამ უფრო მეტი მუსლიმანი გაანადგურა, ვიდრე სხვა რელიგიის მიმდევრები. აშშ-ს პრეზიდენტმა 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ადგილზე ისლამური კულტურული ცენტრის მშენებლობის შესახებ საკუთარი მოსაზრება პირველად გამოთქვა. აღნიშნულმა პროექტმა ნიუ-იორკის მცხოვრებლების პროტესტი უკვე გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ მეჩეთის დანახვა 11 სექტემბერს დაღუპულთა ნათესავების ტრავმირებას გამოიწვევს. ნიუ-იორკში ისლამური კულტურული ცენტრის მშენებლობის ინიციატორი იმამი ფეიზალ აბდულ რაუფია. მას ეკუთვნის მაღალი შენობა, რომელიც Gროუნდ ძერო-ს გვერდითაა განთავსებული. იმამმა მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე მოახერხა ნებართვის მიღება საქალაქო კომისიისა და ისტორიული და კულტურული ძეგლთა დაცვის სამსახურიდან. პროექტის მხარდამჭერები, რომელთა შორის ნიუ-იორკის მერი, მაიკლ ბლუმბერგიცაა, მიიჩნევენ, რომ ისლამური კულტურული ცენტრი მუსულმანების ტერორიზმისადმი მტრობის სიმბოლოდ იქცევა. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 1 | |
|
1
ilia
• 2:31 AM, 2010-09-01 | |

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის
ადგილზე მეჩეთის აშენებას მხარს უჭერს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს
პრესი" იუწყება
.