მთავარი » 2010 » აგვისტო » 14 » ეკა ბესელია პატიმრის გარდაცვალებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ადანაშაულებს
8:11 PM
ეკა ბესელია პატიმრის გარდაცვალებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ადანაშაულებს

ეკა ბესელია პატიმრის გარდაცვალებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ადანაშაულებს საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია პატიმარ თემურ ტოპოლ ოღლის გარდაცვალებაში სასჯელაღარულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადანაშაულებს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბესელიამ განუცხადა, ტუბერკულიოზის მძიმე ფორმებით დაავადებული პატიმარი ოჯახის წევრების არაერთგზის მიმართვის მიუხედავად სამკურნალო დაწესებულებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა არ გადაიყვანა. პატიმარი ხუდადოვის ტუბერკულიოზით დაავადებულთა ეროვნულ ცენტრში გვიან თითქმის მომაკვდავი გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
ბესელიას განცხადებით, ეს ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია, როდესაც მომაკვდავი პატიმრები სამკურნალო დაწესებულებებში გადაჰყავთ. ამით სასჯელაღსრულების სამინისტროს უნდა გამოაჩინოს, რომ თითქოს პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას და იქ გარდაიცვალა.
ბესელია პატიმრის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების სამინისტროს აკისრებს.
ბესელიას თქმით, პატიმარი ორი დღის წინ გარდაიცვალა.








ნანახია: 1263 | დაამატა: allfile | ტეგები: ეკა ბესელია, sasjeli, გარდაცვალება, patimari, სამინისტრო, eka beselia, patimrebi, პატიმარი, eka, beselia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar