მთავარი » 2010 აგვისტო 14 » სინგაპურში მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ხუთი ქართველი იასპარეზებს
7:36 PM სინგაპურში მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ხუთი ქართველი იასპარეზებს | |
სინგაპურში 14-26 აგვისტოს მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ხუთი ქართველი იასპარეზებს . ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 200-ზე მეტი ქვეყნის 3600 სპორტსმენი მიიღებს. მათ შორის ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს - მოცურავე გიორგი მთვრალაშვილი; თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - ირაკლი მოსიძე (63 კგ), ვანო პეტრიაშვილი (100 კგ), ძიუდოისტები - ბექა ტუღუში და სოფიო ბერიძე. საქართველოს 14 კაციანი დელეგაცია, რომელშიც სპორსტმენების გარდა მწვრთნელები, ადმინისტრაციის წევრები და სეოკ-ის თავკაცები შედიან უკვე სინგაპურშია. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი გიორგი ესაკია იქნება, ხოლო დელეგაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს. 16 აგვისტოს ჩვენი ათლეტებიდან პირველი მოცურავე გიორგი მთვრალაშვილი იასპარეზებს. მეორე დღეს შეჯიბრებაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, ხოლო 21 და 25 აგვისტოს ძოუდოისტები შესაბამისად ინდივიდუალურ და გუნდურ პირველობაში იასპარეზებენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |