მთავარი » 2010 ივლისი 28 » "სამშობლოდან" გამოსახლებული დევნილები აქციას გამართავენ
1:38 PM "სამშობლოდან" გამოსახლებული დევნილები აქციას გამართავენ | |
გამომცემლობა "სამშობლოდან" გამოსახლებული დევნილები დღეს, ლტოლვილთა
და განსახლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ
. აქცია ~კონსერვატიული პარტიის~ ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით ჩატარდება. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ჩხარტიშვილმა განუცხადა, დევნილები სამინისტროსგან თბილისის მასშტაბით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. მისივე თქმით, ეს ის დევნილები არიან, რომლებმაც უარი თქვეს ზუგდიდის რაიონის სოფლებში გადასვლაზე და თბილისში ნათესავებთან ცხოვრობენ. ჩხარტიშვილის თქმით, ჯერჯერობით არ არის ზუსტი მონაცემები, რამდენი დათანხმდა ზუგდიდის სოფლებში გადასვლას. დღევანდელ აქციას დევნილები რამდენიმე კომპაქტური ჩასახლებიდან შეუერთდებიან. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |