მთავარი » 2010 ივლისი 28 » ვივიანოს იმედი მიეცა
12:22 PM ვივიანოს იმედი მიეცა | |
"ბოლონიას” კარის დარაჯმა, ემილიანო ვივიანომ დიდი იმედი გამოთქვა "ბოლონიას” კარის დარაჯმა, ემილიანო ვივიანომ დიდი იმედი გამოთქვა, რომ ჩეზარე პრანდელი მას ყურადღებას მიაქცევს და ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებს. 24 წლის კიპერი თურმე ბავშვობიდან ოცნებობს "აძურას” კარის დაცვაზე და მას შემდეგ, რაც ნაკრებს ჩეზარე პრანდელი ჩაუდგა სათავეში, დიდი იმედები მიეცა. ვივიანო წარმოშობით ფლორენციიდან არის და ჩეზარეს შესახებ ბევრი სმენია. აი, რას ამბობს "ბოლონიას” მეკარე: "ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნებაა, რომელიც იმედია რეალობად იქცევა. პრანდელის პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მის შესახებ ბევრი მსმენია. ეს არის ადამიანი, რომელიც დამსახურების მიხედვით გამოარჩევს ხალხს და ვფიქრობ, რომ ყურადღებას მეც მომაქცევს. ძალიან მინდა, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მეც მივიღო მონაწილეობა და ეროვნულ გუნდს სამსახური გავუწიო. კარგად ვიცი როგორი კიპერები სჭირდება პრანდელის და ვეცდები, მისი გემოვნება ბოლომდე დავაკმაყოფილო. ცდას არ დავაკლებ და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს” | |
|
სულ კომენტარები: 0 | |