დედა ოფიციანტი ყოფილა
პორტუგალიელი ნახევარმცველის კრიშტიანო რონალდოს მეგობრებმა პრესას 10
მილიონ ფუნტად შეფასებული საიდუმლო გაუმხილეს - ცნობილი გახდა თუ ვისგან
ჰყავს ვაჟი "რეალის" ვარსკვლავს. ადრე იტყობინებოდნენ, რომ სპორტსმენმა
სუროგატული დედის სამსახურით ისარგებლა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ
კრიშტიანო შემთხვევით ნაცნობთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ გახდა მამა.
რონალდომ
გოგონა გასული წლის ზაფხულში, ლოს ანჯელესში ყოფნისას გაიცნო. რესტორანში
ვახშმობისას ფეხბურთელმა სიმპატიურ ოფიციანტს თვალი დაადგა და ჟესტებით
აუხსნა, რაც უნდოდა მისგან. თავიდან გოგონამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც
რონალდომ დაორთქლილ ფანჯარაზე გული დახატა... ის ღამე მათ ერთ-ერთი
სასტუმროს ნომერში გაატარეს.
რონალდო კარგა ხნის წასული იყო
ამერიკიდან, როცა გოგონამ აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო. ოფიციანტი
ვარსკვლავს მისივე აგენტის მეშვეობით დაუკავშირდა. კრისტიანომ უარი არ თქვა
ბავშვზე, ოღონდ თავიდან დნმ-ის ანალიზის ჩატარება მოითხოვა, რომელმაც მისი
მამობა დაადასტურა. ეს ამბავი ფეხბურთელმა სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს
ჩემპიონატის მსვლელობისას შეიტყო.
"ის კათოლიკურ ოჯახში გაიზარდა და
მამობაზე უარს ვერ იტყოდა. კრიშტიანოს ერთი წამით არ ეპარება ეჭვი, რომ
სწორად მოიქცა", - ამბობს ფეხბურთელის მეგობარი.
ამ ამბის შემდეგ
რონალდოს მეგობრებისთვის უთქვამს - თავი ბორის ბეკერი მგონიაო. ცნობილი
ისტორიაა, როცა გერმანული ჩოგბურთის ლეგენდას რუს მოდელ ანჯელა
ერმაკოვასთან რესტორანში სექსუალური კავშირის შემდეგ ქალიშვილი გაუჩნდა.
კრიშტიანო
რონალდომ ბავშვზე მეურვეობის სრული უფლება მოიპოვა. ჭორების მიხედვით, მან
თავისი ვაჟის დედას 15 მილიონი გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ ის დუმილს
შეინარჩუნებდა და საკუთარ თავს არ გაამჟღვანებდა. როცა ფეხბურთელი შინ არ
არის, ბავშვზე ფეხბურთელის დედა - დოლორესი და დები - 33 წლის კატია და 35
წლის ელმა ზრუნავენ. იმასაც ამბობენ, რომ მამა შვილს დედის ვინაობას მაშინ
გაუმხელს, როცა უმცროსი რონალდო 18 წლის გახდება.
|