მთავარი » 2010 ივლისი 28 » ვინ შეაფასებს კაპელოს?
12:20 PM ვინ შეაფასებს კაპელოს? | |
14:26 20-07-2010
![]() „არ მეგულება ადამიანი, რომელსაც უფასოდ „უემბლიზე" წასვლა და ინგლისის ნაკრების თამაშის ნახვა არ უნდოდეს, მაგრამ, ამჯერად, სულზე 15 ფუნტი მეტისმეტი მგონია. პირდაპირ უნდა ვთქვათ: დღეს ჩვენი ნაკრების საქომაგოდ ხახლი სტადიონისკენ მაინც და მაინც არ მოიწევს". საინტერესოა, რომ ინგლისში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ფეხბურთის ასოციაციას სტადიონზე თავისუფალ შეშვებას სთხოვდნენ — სამხრეთ აფრიკული ფიასკოს შემდეგ ნაკრების თამაშის ნახვა ფასიანი არ უნდა იყოსო. ამასობაში კი ფაბიო კაპელოს ინდექსის გამო ატეხილი სკანდალი გრძელდება. გაბრაზებულმა კაპელომ ვებგვერდის პატრონებს კატეგორიულად მოსთხოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოწერილი მისი შეფასებები წაეშალათ, მაგრამ ნურას უკაცრავად. ამაზე არანაკლებ გაცხარდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, რომლის მავანმა წარმომადგენელმა „სანს" განუცხადა: „ჩვენ დაგვპირდნენ, რომ უკვე ორშაბათისთვის, ხსენებული ვებგვერდიდან შეფასებებს ამოიღებდნენ და ფაბიოს სახელი და სურათი მათთან აღარ იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ ასე არ მოხდა. რასაკვირველია, მიზეზი ვიკითხეთ, რაზეც გვითხრეს, რომ საქმე გვაქვს პირწმინდად ტექნიკურ პრობლემებთან, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ არც ტექნიკურ პრობლემებს ჰქონია ბოლო. სამწუხაროდ, ამ საიტს ფეხბურთის ასოციაციასთან საერთო არაფერი აქვს და ჩვენ მისი გაუქმება არ შეგვიძლია". „სანმა" ინგლისის ნაკრები ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელსაც ჰკითხა აზრი. ფეხბურთელმა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, თქვა: „თუკი კაპელოს ნათქვამი ჰქონდა, რომ ინდექსთან საერთო აღარაფერი აქვს, მაშინ რატომ აღმოჩნდა ამ საიტზე მისი შეფასებები? ბიჭებს ველაპარაკე და მითხრეს, ნეტავ ჩვენ თუ მოგვეცემა მისი საჯაროდ შეფასების შესაძლებლობაო. არადა, ამ ყველაფრის თავიდან აცილების უმარტივესი გზა არსებობდა — მოთამაშეები წინა პლანზე არ უნდა წამოეჭიმათ". | |
|
სულ კომენტარები: 0 | |