09:34 20-07-2010
25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კობა შალამბერიძემ გასული სეზონი
ვოძისლავის "ოდრაში" ჩაამთავრა და ალბათ მალე ახალ კლუბში ვიხილავთ.
პოლონურ ვებგვერდ სპორტს.პლ-ის ინფორმაციით, ბიტომის "პოლონიაში" ორი
ფეხბურთელია ტესტირებაზე - ქართველი კობა შალამბერიძე და იაპონელი იუ
შიმასაკი. ამჟამად პოლონური გუნდი გერმანიაში გადის მოსამზადებელ შეკრებას.
ბიტომელებმა ადგილობრივ ქვედალიგოსან "კასელთან" 2:2 ფრე ითამაშა.
"ჩვენი
გუნდის მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე. მას ძალიან მოეწონა იაპონელი შიმასაკი.
კარგი შთაბეჭდილება დატოვა შალამბერიძემაც. ამ ფეხბურთელების საკითხს, ამ
დღეებში გადავწყვეტთ", - პრესასთან საუბარში აღნიშნა ბიტომის "პოლონიას"
ვიცე-პრეზიდენტმა ვოიცეხ რუდნიცკიმ.
დაბოლოს, ბიტომის "პოლონიამ"
გასული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა. პოლონეთში ახალი სეზონი 6 აგვისტოს
იწყება. სასტარტო ტურში "პოლონია" "ბელხატოვს" სტუმრად ეთამაშება.
|