მთავარი » 2010 ივლისი 28 » მერებაშვილმა გოლით მოიგო, იაშვილმა უგოლოდ
12:14 PM მერებაშვილმა გოლით მოიგო, იაშვილმა უგოლოდ | |
09:27 20-07-2010
![]() გოლითა და კარგი თამაშით კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ჩვენი ნაკრებისა და სერბული "ვოევოდინას" თავდამსხმელმა გიორგი მერებაშვილმა. სერბული ვებგვერდების მტკიცებით, "ვოევოდინამ" ადგილობრივი "მლადოსტის" წინააღმდეგ საკონტროლო შეხვედრაში ორი შემადგენლობით იასპარეზა. გუნდის ძირითადმა ბირთვმა და მათ შორის მერებაშვილმაც, მეორე ტაიმი სრულად ითამაშა. "ვოევოდინამ" 2:0 მოიგო და ორივე ბურთი შესვენების შემდეგ გავიდა. 51-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. მეორე გოლი 72-ე წუთზე მიტოშევიჩმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. როგორც ირკვევა, "ვოევოდინას" სასარგებლოდ ის საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლით დასრულდა, მერებაშვილის წაქცევის გამო დანიშნეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |