მთავარი » 2010 ივლისი 28 » 900 ათასი ღვინიანიძის სანაცვლოდ
12:13 PM 900 ათასი ღვინიანიძის სანაცვლოდ | |
09:26 20-07-2010
![]() "მიუნხენ 1860"-ის ოფიციალური ვებგვერდი და სხვა გერმანული საიტები არაფერს წერენ მათე ღვინიანიძის უთამაშებლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში "ბილდის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღვინიანიძის დამატება "ოლიმპიაკოსის" გერმანელ მწვრთნელ ევალდ ლინენს სურს. ლინენი, რომელიც ადრე "ლომებში" მათეს მწვრთნელი იყო, უკვე ესაუბრა ქართველ მცველს. ამ სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ამჯერად "ბილდი" არა, მაგრამ ავტორიტეტული ტრანსფერმარკტ.დე კი წერს. ამ წყაროს ინფორმაციით "ოლიმპიაკოსი" მზად არის "მიუნხენ 1860"-ს მათე ღვინიანიძის სანაცვლოდ 900 ათასი ევრო გადაუხადოს. სხვათა შორის, ამ ვებგვერდზე ქართველის სატრანსფერო ფასი სწორედ 900 ათასი ევროა. ვებგვერდი ტრანსფერმარკტ.დე "მიუნხენ 1860"-დან პირეოსის "ოლიმპიაკოსში", ქართველი მცველის ამ შესაძლო ტრანსფერის ალბათობას ჯერჯერობით 30 პროცენტით აფასებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |