მთავარი » 2010 ივლისი 28 » ადამიამ ბეშიქთაშსა და ოლიმპიაკოსს ვისლა ამჯობინა
12:12 PM ადამიამ ბეშიქთაშსა და ოლიმპიაკოსს ვისლა ამჯობინა | |
09:24 20-07-2010
![]() "რამდენადაც ვიცი, იყო შანსი ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქული "ბეშიქთაში" ან ბერძნული "ოლიმპიაკოსი" ყოფილიყო ჩვენი მეტოქე. ამის გათვალისწინებით, "შაულიაუსა" და "ვისლას" შორის გამარჯვებულთან მეტოქეობა, ჩინებული ვარიანტია. ასე რომ, წილისყრის შედეგით უკმაყოფილო არ უნდა ვიყო. თუმცა ისიც ცხადია, რომ "ვისლასთან" ორი რთული მატჩი გველის. პოლონელებმა ლიტვაში ორივე გოლი მატჩის ბოლო წუთებზე გაიტანეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ვისლას" ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი და სასურველი შედეგისთვის ბოლომდე იბრძვიან. "ვისლასთან" წარმატებით თამაში შეგვიძლია და ურიგო შანსიც არ უნდა გვქონდეს. ჩემი აზრით, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, ჩვენი კარის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ და ყველანაირად შევეცადოთ, რომ სწრაფი გოლით დავწინაურდეთ. თუმცა "ვისლამდე" "პორტდაუნთან" საპასუხო მატჩი გველის და ჯერ ამ თამაშზე უნდა ვიფიქროთ", - აღნიშნა "ყარაბახის" თავდამსხმელმა გიორგი ადამიამ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |