მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » მარცვალაძე და საჯაია საუკეთესოებში დაასახელეს
12:11 PM
მარცვალაძე და საჯაია საუკეთესოებში დაასახელეს
09:21 20-07-2010
რუსეთის პირველ დივიზიონში სეზონის ნახევარი მიილია, პოპულარულმა გამოცემა "სპორტ ექსპრესმა" განვლილი პერიოდი შეაჯამა და საუკეთესოებიც გამოარჩია. რჩეულთა შორის ორი ქართველი ლეგიონეერია, "ვოლგას" მცველი ედიკ საჯაია და თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე. შეგახსენებთ, რომ ქართველთა ამ დუეტს "ვოლგაში" კიდევ ორი ჩვენებური დაემატა - მცველი გიორგი ნავალოვსკი და ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა. გუნდი 32 ქულით მესამე ადგილზეა. ნიჟნინოვგოროდელები ცხრილის ლიდერ "ყუბანსა" და მეორე საფეხურზე მყოფ "კრასნოდარს", შესაბამისად 5 და 3 ქულით ჩამორჩებიან.

პირველი დივიზიონის ბომბარდირთა დავაში, 18 მატჩში გატანილი 9 ბურთით მარცვალაძე მე-3 ადგილზეა და 4 გოლით ჩამორჩება მეგოლეთა ცხრილის სათავეში მყოფ "კამაზის" ფორვარდ სპარტაკ გოგნიევს. მარცვალაძე ასევე მე-3 ადგილზეა გოლი+პასის ნომინაციაში - 9 გოლი, პლუს 3 საგოლე გადაცემა. "სპორტ ექსპრესმა" შეფასებების მიხედვით, პირველი ლიგის საუკეთესო ათეული დაასახელა. ამასთან, ცალკე გამოჰყო პოზიციების მიხედვით. საუკეთსო ათეულში ოთარ მარცვალაძე 3.72 ბალით მე-6 ადგილზეა, მე-10 კი ედიკ საჯაიაა 3.69 ბალით. პოზიციების მიხედვით, საჯაია მცველებში მე-5 ადგილზეა, მარცვალაძე თავდამსხმელებში - მეორე. ლიგის საუკეთესო ლეგიონერების ხუთეულში მხოლოდ ერთი ჩვენებურია, მარცვალაძე 3.72 ბალით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ თანაკლუბელს, კოტდივუარელ მცველ ალი ნდრის ჩამორჩება.

პირველ დივიზიონზე ვწერთ და აქვე გაცნობებთ, რომ "ურალის" მთავარმა მწვრთნელმა ბორის სტუკალოვმა პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ ზამბიის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ჩისამბა ლუნგუ მის გუნდში ითამაშებს. როგორც ირკვევა ლუნგუ "ურალთან" 2-წლიან კონტრაქტს მალე გააფორმებს. ცნობისათვის, "ურალსაც" 32 ქულა აქვს და "ვოლგას" მომდევნო საფეხურზე, მე-4 ადგილზეა. თუმცა ითამაშებს თუ არა ლუნგუ სტუკალოვის გუნდში, ეს ჯერ კიდევ საეჭვოა. რატომ? საქმე ის არის, რომ "ბაიას" წარმომადგენლების მტკიცებით, ლუნგუს ზუგდიდურ კლუბთან საკონტრაქტო ვადა არ ამოუწურავს. შესაბამისად, "ბაიას" სრული უფლება აქვს, ლუნგუს ფიფაში უჩივლოს და მისი დისკვალიფიკაცია მოითხოვოს.



კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1359 | დაამატა: web-world | ტეგები: მარცვალაძე და საჯაია საუკეთესოებში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar