მთავარი » 2010 ივლისი 28 » ტაიმი ფოთს, ტაიმი მარტვილს
12:09 PM ტაიმი ფოთს, ტაიმი მარტვილს | |
23:09 20-07-2010
![]() შესვენების შემდეგ "მერანმა" იძალა და ჟვანიას მიერ გოლად ქცეული ორი პენალტით (56-ე და 86-ე წუთებზე) მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. მატჩის მიწურულს კი ხვადაგიანის გოლით მარტვილელები მარცხს გადაურჩნენ. არბიტრმა "კოლხების" კარისკენ ორი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ფოთელებმა პირველი პენალტი გააპროტესტეს, თამაშის წესები საჯარიმო ხაზის მიღმა დაირღვაო... ამასთან, არბიტრმა ვალტერ გუჩუას შემცვლელი გოგონაია, მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე მოედნიდან გააძევა და გუჩუას ისევ მოუწია თამაშში ჩართვა. "კოლხეთმა" მარტვილელთა წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სტურუა, ჭითანავა, თედიაშვილი, მახვილაძე, გველესიანი, გუჩუა, ჯოჯუა, სილაგავა, გვალია, სიჭინავა, ციცხვაია. შეცვლაზე შევიდნენ: შენგელია, ექონია, ინწკირველი, ცხვიტარია, გელაჭეიშვილი, გოგონაია, გუჩუა, ბუკია, ციკოლია, საცერაძე, წიქარიშვილი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |