მთავარი » 2010 ივლისი 28 » მარადონა ჩავესთან იბურთავებს
12:05 PM მარადონა ჩავესთან იბურთავებს | |
მარადონა ჩავესთან იბურთავებს
17:28 19-07-2010
უახლოეს დღეებში დიეგო მარადონა ვენესუელას ეწვევა და ქვეყნის პრეზიდენტ
უგო ჩავესს მოინახულებს. "დიეგომ დამირეკა და მითხრა, რომ ჩამოსვლის დიდი სურვილი აქვს. რასაკვირველია, უსაზღვროდ გამეხარდა და ჩემთან ერთად ფეხბურთის ან ბეისბოლის თამაში შევთავაზე, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა", - თქვა ვენესუელის ოდიოზურმა ლიდერმა სატელევიზიო გამოსვლისას. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ კვირაში მარადონას უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის – იგი საკუთარ მომავალზე არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას უნდა ესაუბროს. ambebi.ge | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |
