მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » ლოვერკოული — ფსონი ამოღებულია
12:02 PM
ლოვერკოული — ფსონი ამოღებულია
16:54 19-07-2010

ჯო კოული შვებულებიდან დაბრუნდა და გაარკვია, რომ უგუნდოდ არის — მისთვის „ჩელსის" თავკაცს" კარლო ანჩელოტის დაურეკავს და უთქვამს, რომ ფინანსური მიზეზების გამო მის გუნდში აღარ ირიცხება. ახლა, კოულს ახალი გუნდი ჰყავს მოსაძებნი, თუმცა, ინგლისური მედიის რწმენით მას ეს საქმე არ გაჭირდება, რადგან მსურველი ბევრი ჰყავს, რომელთა შორის ყველაზე მეტად „ლივერპული" აქტიურობს. მეტიც, კოულის მერსისაიდში წასვლა იმდენად აშკარად გამოიკვეთა, რომ ბუქმეიქერებმა ფსონიდან „სად გადავა ჯო კოული" პასუხი „ლივერპული" ამიღეს კიდეც — უკვე ყველამ გაიგო, რომ გარემარბი „წითლების" ახალ მწვრთნელს როი ჰოჯსონს ელაპარაკა, თუმცა მისმა მეგობრებმა უარყვეს, რომ მხარეები რაიმეზე შეთანხმდნენ.

ხოლო მიზეზი, თუ რატომ წამოვიდა, უფრო სწორედ კი გაუშვეს კოული „ჩელსიდან" „ლელოს" მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი — ფეხბურთელმა კვირაში 100 ათასი ფუნტი მოითხოვა, თანაც კატეგორიულად, რამაც „ლურჯების" პატრონი რომან აბრამოვიჩი საშინლად გააბრაზა. ანჩელოტიმ ჟურნალისტებს უთხრა:

„პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური გახლავთ. მე არაფერ შუაში ვარ, კონფლიქტი კლუბსა და ჯო კოულს შორისაა. მე და ჯომ ვილაპარაკეთ, მაგრამ, როდესაც მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან, იძულებული ვარ განზე გავდგე. ასეტია ფეხბურთელების ცხოვრება. კოულმა, ისევე როგორც მიხაილ ბალაკმა და ჟულიანო ბელეტიმ საოცრად იმუშავეს და ითამაშეს, მაგრამ როგორც ჩანს მათი „ჩელსიდან" წასვლის დროც დადგა".

ხოლო ის, რომ კოულის მისვლა „ლივერპულში" ძალიან გაეხარდებათ, რად უნდა ლაპარაკი. ჰოჯსონმა საჯაროდაც თქვა, წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გვქონდაო:

„ტოტალიზატორებმა ფსონიდან „ლივერპული" ამოიღეს? მე მონიძლავე კაცი არ ვარ და სულ არ ვიცოდი ამაზე ვინმე თუ ნიძლავდებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ კოულს უკვე ველაპარაკეთ და ზალიან მიხარია, რომ მისი დონის ფეხბურთელთან გვაქვს საქმე. მეტი, ჯერჯერობით, არაფერი მაქვს სათქმელი და დასადასტურებელი. მე მასთან პირობებზე არ მილაპარაკია. ტრანსფერების ტექნიკურ მხარესთან მე არაფერი მესაქმება. ამით ჩვენს კლუბში დირექტორი კრისტიან პერსლოუ გახლავთ დაკავებული".

დამატებით შეგვიძლია გითხრათ, რომ „ლივერპულის" არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ჰოჯსონის სატელეფონო ზარებსა და მეილებს არ პასუხობს. რამდენადაც ცნობილია, მას „ლივერპულის" ყოფილ თავკაცთან რაფა ბენიტესთან „ინტერში უნდა გადასვლა.
ambebi.ge





კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1141 | დაამატა: web-world | ტეგები: ლოვერკოული — ფსონი ამოღებულია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar