მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » კალაჩმა კარიერა დაასრულა
11:54 AM
კალაჩმა კარიერა დაასრულა
15:20 19-07-2010
ავსტრალიელმა მეკარემ ჟელიკო კალაჩმა აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. გამოსათხოვარი მატჩი მან კვირას ჩაატარა, როცა მისი "სიდნეი იუნაიტედი", "ნიუკასლ ჯეტსთან" 0:2 დამარცხდა.

"სწორი გადაწყვეტილება მივიღე. როცა შენი სხეული გეუბნება, რომ დასვენების დროა, მასთან კამათი საჭირო არაა", - ამბობს 37 წლის კალაჩი.

კალაჩს ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში 54-ჯერ უთამაშია, საკლუბო კარიერაც არანაკლებ შთამბეჭდავი ჰქონდა – დაუცავს ჰოლანდიური "როდას", ინგლისური "ლესტერის", იტალიური "პერუჯასა" და "მილანის", და ბერძნული "კავალას" კარი.

მისი ყველაზე დიდი მიღწევა 2007 წელს "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა
ambebi.ge




კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1191 | დაამატა: web-world | ტეგები: კალაჩმა კარიერა დაასრულა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar