მთავარი » 2010 ივლისი 28 » გამარჯვება რუსთავამდე და უიმედო ტრავმირებულები
11:45 AM გამარჯვება რუსთავამდე და უიმედო ტრავმირებულები | |
02:05 19-07-2010
შაბათს ყაზახეთის პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩები გაიმართა. ბუნებრივია,
ჩვენს ყურადღებას ~აქტობეს" მატჩი იპყრობდა - ჩემპიონთა ლიგის მეორე
საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის ~ოლიმპის" მეტოქემ საკუთარ სტადიონზე
~ოკჟეტპესი" 4:1 დაამარცხა. "აქტობე": სიდელნიკოვი - მოკრუოსოვი, სმაკოვი, ბა, კენჟისარიევი - ესომბა (77. ავერჩენკო), კარპოვიჩი (72. ბონო), ხაირულინი, გოლოვსკოი, დარაბაევი (67. კურმაშევი) - ტლეშევი. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ მუხანოვმა "ოლიმპთან" მატჩის შემადგენლობიდან ოთხი მოთამაშე დაასვენა და მოკრუსოვი, კენჟისარიევი, დარაბაევი და ტლეშევი ათამაშა. აქედან ძირითადის ფეხბურთელი მხოლოდ კენჟისარიევია, რომელიც ~ვერდერთან" გასულ ევროსეზონში დისკვალიფიცირებული იყო და რუსთაველებთან პირველი მატჩი გამოტოვა. იური მოკროუსოვი კი ახალწვეულია და ძირითადში მის დაყენებას მხოლოდ ასეთ მატჩებში რისკავს. თვალშისაცემი გახლდათ სერბი ფორვარდის, ივან პერიჩის არყოფნა. მის ნაცვლად ძირითადში ადგილი ყაზახმა მურატ ტლეშევმა დაიკავა და ეტყობა, თამაშს ისე იყო მოწყურებული, ~ჰეთ-თრიქი" შეასრულა. არადა, აქამდე ჩატარებულ 18 მატჩში ტლეშევმა ზუსტად ამდენიმე ჰქონდა გატანილი - მეოთხე გოლი კი მოკრუოსოვმა გაიტანა. პერიჩის აყვანის შემდეგ, ტლეშევს სკამზე გადანაცველება უწინასწარმეტყველეს, მაგრამ ~ოკჟეტპესთან" მშვენიერი თამაშის შემდეგ, ~აქტობეს" მთავარ მწვრთნელს სასიამოვნო საფიქრალი გაუჩნდა – რომელი მათგანი ათამაშოს 21 ივლისის "ოლიმპთან" ძირითადში. ეს არის კონკურენციის შედეგი, რომლის საშუალებაც ~ოლიმპის" თავკაც თემურ მახარაძეს არ გააჩნია. ივან პერიჩის ტრავმა კი სერიოზული არ აღმოჩნდა, რაც თავად თქვა:"კუნთი გამეჭიმა, თუმცა, იმედია, განმეორებითი შეხვედრაში მოედანზე გასვლას მოვახერხებ". მუხანოვი გახარებულია, როგორც იქნა, მისმა გუნდმა რეალიზაციის მაჩვენებელი გააუმჯობესა:~ჩვენ ისედაც კარგ ფეხბურთს ვაჩვენებდით, მაგრამ შედეგი არ გვქონდა, რადგან მომენტების რეალიზაციაში მოვიკოჭლებდით". ისედაც ორბურთიანი უპირატესობის მქონე ყაზახეთის ჩემპიონი, საქართველოს კიდევ უფრო კარგი განწყობით ესტუმრება. ~ოლიმპის" პრეს-ატაშე მიხეილ ჯორბენაძის თქმით, ყაზახები საქართველოს 20 ივლისს 50-კაციანი შემადგენლობით ესტუმრებიან. მათ შორის იქნებიან გუნდის წევრები, ჟურნალისტები და ქალაქ აქტობეს ხელისუფლების წარმომადგენლები. გამარჯვებით ~აქტობე" ყაზახეთის პირველობაზე მესამე ადგილზე დაწინაურდა და ლიდერ ~ტობოლს" მხოლოდ ქულით ჩამორჩება. სხვათაშორის, გუნდს დაცვაში პრობლემები რომ აქვს, ~ოლიმპთან" პირველ მატჩშიც გამოჩნდა და სტატისტიკაშიც ~იყიდება" – პირველი ექვსეულში ყველაზე მეტი 17 გოლი აქვს გაშვებული. 19 მატჩში 17 გოლი დაცვის არასაიმედოობაზე მეტყველებს. თუმცა, ~ტობოლის" შემდეგ, ყველაზე შედეგიანი გუნდია – 18 გოლი. შეგახსენებთ, "ოლიმპისა" და "აქტობეს" განმეორებითი შეხვედრა "ფოლადზე", 21 ივლისს 18.00 საათზე დაიწყება. ~ოლიმპის" პრეს-ატაშე მიხეილ ჯორბენაძის თქმით, ყაზახები ~ფოლადის" სტადიონზე 17:40 საათზე პრესკონფერენციას გამართავენ, 18:00 საათზე დასაწყებ ვარჯიშს კი მედიისთვის მხოლოდ 10-წუთით გახსნიან. მანამდე კი ~ოლიმპის" ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის, თემურ მახარაძის პრესკონფერენცია დაიგეგმა. ყაზახებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, განმეორებით მატჩში რუსთაველები ორ ტრავმირებულ ფეხბურთელს იმატებენ. ეს სიმართლეს არ შეეფერება, რადგან ორი ტრავმირებულიდან (ლაშა ჯაფარიძე და რეზო ქიჯია) მხოლოდ ჯაფარიძეს აქვს თამაშის უფლება. ~ოლიმპში" ახლა მხოლოდ მის მომჯობინებას იმედოვნებენ. ~ტყუილია, რა ორი კაცს ვიმატებთ. ერთადერთი, მხოლოდ ჯაფარიძეს შეუძლია თამაში, მაგრამ ისიც ტრავმირებულია და მეეჭვება, მოედანზე გასვლა შეძლოს", - გვითხრა ჯორბენაძემ ambebi.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |