მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » პერტიას ასისტენტიც ქართველი იქნება
11:44 AM
პერტიას ასისტენტიც ქართველი იქნება
02:02 19-07-2010

ლატვიის უმაღლესი ლიგის კლუბ ~დაუგავას" მთავარი მწვრთნელად თამაზ პერტია ორი თვის წინ დანიშნეს. მალე 2009 წლის ლატვიის საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელს ასიტენტიც ქართველი ეყოლება – ცნობილი სპეციალისტის, თემურ მახარაძის ვაჟი შოთა მახარაძე, რომელსაც მამამისზე ნაკლებ მომავალს არ უწინასწარმეტყველებენ. 31 წლის მახარაძე ამჟამად ~დაუგავას" საფეხბურთო სკოლის დირექტორია.

~დიდი ხანი არაა, რაც მახარაძე ლატვიაში ჩამოვიდა და საფეხბურთო სკოლა ჩაიბარა. ამის მიუხედავად, სკოლაში ბევრი სასიკეთო რეფორმა განახორციელა და არაორდინალური აზროვნება გამოავლინა. ლატვიელები ცოდნითა და ნიჭიერებით გააოცა. გვერდში სწორედ ასეთი ადამიანი მჭირდებოდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემს თანაშემწედ დამენიშნა. ეს მალე ოფიციალურად გადაწყდება და შესაძლოა, დუბლშემადგენლობაც ჩავაბაროთ", - გვითხრა პერტიამ.

~დაუგავას" მთავარი მწვრთნელი ქართველი ახალწვეულებითაც კმაყოფილია: "22 წლის ცენტრალური მცველი გიორგი ჩიხრაძე და ~გაგრას" 19 წლის ფლეიმეიკერი ჯემალ ჯალიაშვილი ავიყვანე და არჩევანში არ შევმცდარვარ. ჩიხრაძე ~ოლიმპის" აკადემიის გაზრდილია და ძალიან დიდ მომალავს უწინასწარმეტყველებდნენ. სამწუხაროდ, ტრავმების გამო, დიდი დრო გაუცდა. ამის მიუხედავად, ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული. ჩვენთან კარგად მოემზადა, ფორმა აღიდგინა და უკვე ძირითადში მოხვდა. ჯალიაშვილი კი ნიჭიერი ბავშვია და შემადგენლობას უახლოვდება. ვფიქრობ, არჩევანში არ შევმცდარვარ, ჯერ-ჯერობით იმედს ორივე მიმართლებს".

პერტიამ ლატვიურ მედიაში გავრცელებული საკმაოდ უცნაური ინფორმაცია დაგვიდასტურა, რომელიც მიხხედვითაც, ~დინაბურგის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი დისკვალიფიცირებული გახლდათ და ამის მიუხედავად, ~დაუგავას" არაოფიციალურად მაინც ავარჯიშებდა.
~დასამალი არაფერია, ~დაუგავას" მართლაც დიდი ხანია ვავარჯიშებ. დისკვალიფიცირებული კი ვიყავი, მაგრამ დახმარება მთხოვეს და გუნდის გაწვრთნას ვინ ამიკრძალავდა. ეგაა, ოფიციალურად სათადარიგოთა სკამზე ჯდომისა და პოსტის დაკავების უფლება არ მქონდა. ~დინაბურგი" და ~დაუგავა" ერთი ქალაქის გუნდია. ~დინაბურგის" პრეზიდენტის, ჩემი და ფეხბურთელების დისკვალიფიკაციის შემდეგ, გუნდები გააერთიანეს, მე კი მთავარი მწვრთნელობა შემომთავაზეს. გუნდს ჩვეულებრივად ვამზადებდი, ვაძლევდი მატჩისწინა დავალებებს, ვარჩევდი ფეხბურთელებს, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ჯდომის უფლება არ მქონდა.

როგორც იქნა, სასჯელი მომიხსნეს და მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დავინიშნე. ასე რომ. ~ფორმიდან" არ ამოვარდნილვარ, მაგრამ ტრიბუნაზე ჯდომა მაინც რთული იყო, მწცრთნელის სკამიდან გუნდს უფრო ეფექტურად კარნახობ".

პერტია უერთდება კახა კალაძისა და ვეტერანი ფეხბურთელების თხოვნას გიორგი დემეტრაძის გათავისუფლების თაობაზე.

~თავიდან გიორგი დემეტრაძის დაკავების ამბავი უკბილო ხუმრობა მეგონა. "ვინც დემეტრაძეს ვიცნობთ, მის კრიმინალობას ვერ ვიჯერებთ, რადგან გიორგი კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. ამიტომ ვუერთდები კახას და ვეტერანი ფეხბურთელების თხოვნას მიხეილ სააკაშვილის სახელზე: იქნებ, გიორგი გაათავისუფლონ და ქართული ფეხბურთის სამსახურის საშუალება მისცენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს თავისუფალი დემეტრაძე უფრო სჭირდება, ვიდრე ციხეში გამოკეტილი. ძალიან დასანანი ამბავია. კალაძესავით დარწმუნებული ვარ, გიორგი გაუგებრობაში მოხდა", - ამბობს პერტია
ambebi.ge





კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1110 | დაამატა: web-world | ტეგები: პერტიას ასისტენტიც ქართველი იქნება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar