01:01 19-07-2010
„შალკეს" მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს რაულისგან საბოლოო პასუხი ჯერ
არ მიუღია და იმედოვნებს, რომ „რეალის" 33 წლის თავდამსხმელისგან თანხმობას
გელზენკირხენში გადასვლის თაობაზე თვის ბოლომდე მიიღებს. „რაულისგან
გადაწყვეტილებას ივლისის ბოლომდე ველოდები. ძალიან მინდა, რომ რაული
„შალკეში" გადმოვიდეს, ის ჩემი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია," -
განუცხადა მაგათმა „ბილდ ამ ზონთაგს".
გელზენკირხენელთა დამრიგებელი
გამორიცხავს იმას, რომ ვეტერან ესპანელ ფორვარდს, რომელიც „რეალში" 1992
წლიდან თამაშობს, მოტივაცია დაკარგული ექნება. „თუ რაული „შალკეში"
გადმოვა, ეს იმის მაუწყებელი იქნება, რომ იგი ახალი გამოწვევებისთვის
მზადაა და უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგაში ძველებურად გაიბრწყინოს. ეს იმის
ნიშანი იქნება, რომ რაულს ფეხბურთის თამაში და გოლების გატანა ჯერ არ
მობეზრებია," - ასკვნის „დესპოტი ფელიქსი".
მაგათის აზრით, რაულის
ტრანსფერი ძალიან წაადგებათ „შალკეს" ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც.
აღსანიშნავია, რომ რაულ გონსალეს ბლანკოს გადაბირების სურვილი „ბეშიქთაშის"
მთავარმა მწვრთნელმა ბერნდ შუსტერმაც გამოთქვა. ambebi.ge
|