მთავარი » 2010 ივლისი 28 » ჟოზე: ვეძებთ ცენტრს
11:36 AM ჟოზე: ვეძებთ ცენტრს | |
00:49 19-07-2010
![]() პორტუგალიურ "ტვ 1-თან" საუბარში ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მან იცის, თუ როგორ "გამოწუროს" კრიშტიანო რონალდოსგან საუკეთესო. მოურინიოს სურს "რეალმა" ისეთი სისტემით ითამაშოს, რომ 25 წლის რონალდომ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატაროს. "გუნდი ასაწყობი და ის ისე უნდა "ავაშენოთ", რომ ვარსკვლავებმა ბოლომდე გამოავლინონ პოტენციალი. კრიშტიანო რონალდოს დარი ფეხბურთელი არაფრით არ უნდა მოათავსო ისეთ ჩარჩოში, სადაც თავს არაკომფორტულად იგრძნობს. მადრიდელთა ხელმძღვანელობამ უკვე მითხრა, რომ რონალდო სამაგალითო ფეხბურთელია, ის საწვრთნელ ბაზაზე პირველი მოდის და უკანასკნელი გადის. "რეალში" ისე არავინ იხარჯება, როგორც კრიშტიანო. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი პროფესიონალია და ჩვენ ერთმანეთს კარგად გავუგებთ". შაბათს სეზონი "რეალის" ფეხბურთელთაგან ესტებან გრანერომ გახსნა პრესკონფერენციით. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც "სამეფო კლუბმა" "ხეტაფესგან" 10 მილიონ ევროდ პედრო ლეონი გადაიბირა, ბევრმა ეჭვის თვალით შეხედა გრანეროს მომავალს "რეალში". "მოურინიოს მეთოდები არის ნათელი, ის იოლად ხსნის, თუ რას ითხოვს ჩვენგან. ვარჯიშები არ ყოფილა დროში გაწელილი, თუმცა ისინი ინტენსიურობით გამოირჩეოდა. ის აქცენტს ბურთთან მუშაობაში აკეთებს და ეს ფეხბურთელებს ძალიან მოგვწონს. მოურინიო ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია, ის ყველასგან ბოლომდე დახარჯვას ითხოვს და თავადაც სულ შრომობს. მჯერა, რომ ის ისეთი მწვრთნელია, აუცილებლად მიგვიყანს დიდ გამარჯვებებამდე. პედრო ლეონთან თითქმის ერთნაირი საფეხბურთო წარსული მაკავშირებს. ის ძლიერი ფეხბურთელია და ეჭვიც არ მეპარება, რომ სასტარტოსთვის დიდ კონკურენციას გაგვიმართავს. გუნდი ხალისიანად ვარჯიშობს დიდი შესვენების შემდეგ, ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრა კიდეც", - განაცხადა გრანერომ ambebi.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |