მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » მე-5 ეტაპი ულან-ბატორში
11:30 AM
მე-5 ეტაპი ულან-ბატორში
10:56 28-07-2010
სამიოდე თვეც და საბოლოოდ გაირკვევა, ქალებში დაფნის გვირგვინისთვის ვინ დაუპირისპირდება ამჟამინდელ მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი, 24??). პრეტენდენტობის რეალური შანსი რამდენიმე დიდოსტატს აქვს. მათ შორისაა ნანა ძაგნიძე (2498), რომელიც ფიდეს ქალთა გრან-პრის პირველი გათამაშების ოთხი ეტაპის შემდეგ 390 ქულით ლიდერობს. ამას წინათ მან სომხურ ჯერმუკში უძლიერეს მეტოქეებთან პაექრობაში მთავარი პრიზი და 160 ქულა დაიმსახურა.

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ფიდეს ქალთა გრან-პრის პირველ გათამაშებაში ექვსი ეტაპი გაიმართება. მოასპარეზენი 4-4 ტურნირში იღებენ მონაწილეობას, საიდანაც საერთო ჩათვლაში 3-3 საუკეთესო შედეგი შევა და რჩეულთა შორის რჩეული მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ფიდეს გრან-პრის მე-5 ეტაპი ხვალ ულან-ბატორში დაიწყება. საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში 12 მოჭადრაკე ჩაებმება. ესენი არიან: ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი (1978-1991 წ.წ.) მაია ჩიბურდანიძე (რეიტინგი-2514), მსოფლიოს (2004-2006) და ევროპის (2002) ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2560), მსოფლიოს ჩემპიონები _ ჟუ ჩენი (2001-2004, ყატარი, 2476) და სიუ იუჰუა (2006-2008, ჩინეთი, 2488), ორგზის (2007, 2009) ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2562), ასევე, ქალთა მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2600), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2577), მარი სებაგი (საფრანგეთი, 2519), ჟაო სიუ (ჩინეთი, 2462), შენ იანი (ჩინეთი, 2435), მონგონთუულ ბათჰუიანგი (მონგოლეთი, 2421) და ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2244). ამ მოჭადრაკეთაგან ზოგს 27 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე სანტიაგოში (ჩილე) გრან-პრის ბოლო ეტაპზეც ვიხილავთ ნანა ძაგნიძესთან ერთად, ოღონდ არ იქნება ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი ტატიანა კოსინცევა, რომელმაც თავიდანვე უარი თქვა მეოთხე ტურნირზე, რადგან იგი ევროპის საკლუბო ჩემპიონატს ემთხვეოდა და გუნდთან კონტრაქტის დარღვევა არ ისურვა.

ახლა კი გაგაცნობთ გრან-პრის გათამაშების მონაწილე ოცივე მოჭადრაკის ქულებს ოთხი ეტაპის შემდეგ: ნანა ძაგნიძე (საქართველო, 390 ქულა 3 ეტაპის ჯამში), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 320-3), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 290-2), ჟაო სიუ (ჩინეთი, 240-3), ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 230-2), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 223,33-3), პია კრამლინგი (შვედეთი, 220-3), ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 213,33-3), სიუ იუჰუა (ჩინეთი, 180-2), მარი სებაგი (საფრანგეთი, 160-2), შენ იანი (ჩინეთი, 140-3), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 138,33-2), მონგონთუულ ბათჰუიანგი (მონგოლეთი, 120-2), ჟუ ჩენი (ყატარი, 100-2), ბაირა კოვანოვა ( რუსეთი, 100-3), მარტა ფიერო (ეკვადორი, 95-3), მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 85-2), იუ ვენიუნი (ჩინეთი, 80-1), ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 40-3), ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი, 25-1).

ambebi.ge




კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1214 | დაამატა: web-world | ტეგები: მე-5 ეტაპი ულან-ბატორში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar