მთავარი » 2010 » ივლისი » 22 » ტარიელ ონიანს 15 წელი მიუსაჯეს
6:57 PM
ტარიელ ონიანს 15 წელი მიუსაჯეს


მოსკოვის სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდს - ტარიელ ონიანის 15 წელი მიუსაჯა. გამოძიება მას რუსი ბიზნესმენის გატაცებასა და მისი ოჯახისთვის ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდა. ონიანი თავს დამნაშავედ არ აღიარებს.

ონიანის ადვოკატის ნიკოლოზ მდინარაძის განცხადებით, ის დანაშაულს არ აღიარებს.

დანაშაულის ჩადენის მომენტში ის სხვაგან იმყოფებოდა და აღნიშნულ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს,`- განაცხადა მდინარაძემ.

გამოძიების ვერსიით, ტარიელ ონიანმა რამდენიმე თანამზრახველთან ერთად 2009 წლის 18 მარტს, სმოლენსკის მოედნიდან ბიზნესმენი გაიტაცა. ბიზნესმენი ერთ-ერთ რესტორანში მიიყვანეს და ბეისბოლის ბიტებით სასტიკად სცემეს. მოგვიანებით კი გატაცებულის ოჯახს მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი მოსთხოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ოჯახმა გამოსასყიდის მხოლოდ ნაწილის, 218 ათასი დოლარის გადახდა მოახერხა, რის შემდეგაც ბრალდებულებმა გატაცებული გაათავისუფლეს. ცოტა ხანში კი მათ ბიზნესმენის ოჯახს დარჩენილი თანხის გადახდაც მოსთხოვეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა სამართალდამცველებს მიმართეს. პოლიციამ ეჭვმიტანილები მალევე დააკავა.








კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1219 | დაამატა: allfile | ტეგები: 15 წელი, 8 წელი, kriminali, kriminaluri avtoriteti, tariel oniani, ტარიელ ონიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar