3:08 PM ემინემი გინებას შეეშვა | |
ემინემის
გამოჩენამ მუსიკალურ სამყაროში ნამდვილი ფურორი მოახდინა. არავინ ელოდა,
რომ თეთრკანიანი რეპერი შეძლებდა შავკანიანი რეპერების დაჯაბნას ისე,
როგორც ეს ემინემმა მოახერხა. ემინემის სიმღერები უდიდესი პოპულარობით
სარგებლობდნენ, მთელს მსოფლიოში. ყველას მოსწონდა ემინემის სკანდალური
ტექსტები და რიტმული მუსიკა. რეპერმა სულ მცირე დროში დიდ წარმატებას
მიაღწია და მილიონერი გახდა.
ემინემმა პირველი ალბომი 1999 წელს გამოუშვა. მაშინ რეპერის სახელი ჯერ კიდევ არავინ იცოდა, თუმცა ალბომის გამოშვების შემდეგ ძალიან მალე მისი სახელი ყველას პირზე ეკერა. ემინემი ხშირად დასცინოდა თავის სიმღერებში პოპულარულ ადამიანებს, იგივე ბრიტნი სპირსს, ან კრისტინა აგილერას, რითაც საკუთარ თავს უფრო საინტერესოს და პოპულარულს ხდიდა. ემინემი ხშირად წერდა დუეტებს სხვადასხვა რეპერებთან, რათა თავისი შემოქმედება უფრო მრავალფეროვანი გაეხადა. ასეთი რამ ყოველთვის ამართლებდა, რადგან ხალხს ძალიან უყვარს ორი მომღერლის ერთობლივი ნამუშევრის მოსმენა. ემინემმა 2010 წელს ახალი ალბომი გამოუშვა, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა. გთავაზობთ ინტერვიუს ემინემთან. – საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ მაყურებელს ახალი ალბომი შესთავაზეთ. რისი თქმა გინდათ ამ ალბომით? – ამ ალბომით ბევრის რამის თქმა მინდა. პირველ რიგში, მე შემოქმედებითი ადამიანი ვარ და არ შემიძლია დიდხანს უსაქმოდ გაჩერება. ამიტომ ჩემთვის აუცილებელი იყო მუშაობა და ალბომის გამოშვება. თან ამ ალბომში ბევრი ახალი კომპოზიციაა, რომელიც მსმენელს ბევრ რამეს მოუთხრობს ჩემი ცხოვრების შესახებ. ამ სიმღერებში აბსოლუტურად გულახდილი ვარ და ყველაფერს ვიტყვი ჩემი ცხოვრების შესახებ. ასეთი რამეები ადრეც გამიკეთებია, მაგრამ წინა ალბომების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე შეიცვალა და მინდა, ამის შესახებ ხალხს მოვუთხრო. – თქვენს წინა ალბომებში ძალიან ბევრი უწმაწური სიტყვა იყო ხოლმე. ამჯერადაც ასე იქნება? – ზოგადად რეპში ყოველთვის იყო და იქნება უწმაწური სიტყვები და ეს სავსებით ნორმალურია, თუმცა ამჯერად ჩემს ალბომში ამჯერად შედარებით ნაკლებად იქნება უწმაწური სიტყვები, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ჩემი ახალი სიმღერები ძალიან სერიოზული იქნება, ამიტომ მათში უწმაწური სიტყვების ადგილი არ არის. ჩემს ადრინდელ სიმღერებში ბევრჯერ ვინმეზე გაბრაზებული ვიყავი, ამიტომ თავს ზედმეტის უფლებას ვაძლევდი ხოლმე, ამჯერად ეს ასე არ იქნება. – თქვენი პირადი ცხოვრება ისეთივე სკანდალური იყო, როგორც თქვენი რეპერტუარი. ამჟამად თუ შეიცვალა რამე? – ამჟამად ჩემს პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. არ მინდა, შეცდომა დავუშვა, რადგან შვილი მყავს და მის მომავალზე უნდა ვიფიქრო. არ მინდა, მას რამე სირთულე შევუქმნა, რადგან ჩემს მომავალ პარტნიორს მასთანაც ექნება ურთიერთობა. პირველ პლანზე ყოველთვის ჩემს შვილს ვაყენებ, ამიტომ თუ მას რამე არ მოეწონება, ყოველთვის მის მხარეს დავიჭერ. ზოგადად პარტნიორის ყოლა ძალიან კარგია, თუმცა ზუსტად არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. – თქვენმა ფილმმა "8 მილი" საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. რატომ არ მიიღეთ ამის შემდეგ არცერთ ფილმში მონაწილეობა? – ფილმში მონაწილეობის მიღება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო, თან ეს ფილმი ჩემს ცხოვრებაზე იყო აგებული, მაგრამ იმის მერე გადავწყვიტე, ისევ მუსიკისთვის მიმეხედა, ამიტომ ფილმებში აღარ მიმიღია მონაწილეობა. ზუსტად არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ თუ სცენარი მომეწონება, არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ვითამაშო რომელიმე ფილმში. – შეგიძლიათ რომელიმე სიმღერა გამოჰყოთ თქვენი ახალი ალბომიდან და თქვათ, რომ ეს სიმღერა გამორჩეულია? – ასეთი სიმღერა ჩემს ახალ ალბომში ბევრია, თუმცა ერთის გამოყოფა მაინც შემიძლია. ამ სიმღერას ჰქვია "არ მეშინია" და მასში ბევრი ჩემი აზრი მაქვს ჩადებული ცხოვრებაზე და ბევრ სხვა რამეზე. როდესაც მოუსმენთ ამ სიმღერას, თავადაც მიხვდებით, რას ვგულისხმობ. ამ სიმღერის გარდა, ბევრ სხვა სიმღერაშიც სერიოზული ტექსტები მაქვს. წინა ალბომებში ბევრი შედარებით მსუბუქი სიმღერა მქონდა, ამჯერად აქცენტი უფრო სერიოზულ სიმღერებზე გავაკეთე. – შეგიძლიათ დაახასიათოთ თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? – ჩემი ჩვეულებრივი დღის დახასიათება რთული არ იქნება, რადგან როდესაც ვმუშაობ, ძირითადად სტუდიაში ვარ ხოლმე. ხოლო როდესაც დასვენების დღეები მაქვს, სახლში ყოფნას ვამჯობინებ სადმე გასართობ ადგილას წასვლას. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ჩემს შვილთან, რადგან ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ღამის კლუბებში სიარულიც მიყვარს, მაგრამ მხოლოდ იმ დროს, როდესაც არაფერზე ვფიქრობ და მხოლოდ გართობა მინდა. – ამჟამად ცხოვრების რა ეტაპზე ხართ? – ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში ყველაზე კარგ და მშვიდობიან ეტაპზე ვარ, რადგან ბევრი ის პრობლემა, რაც ადრე მაწუხებდა, უკვე აღარ მაწუხებს. ბევრ რამეზე დავფიქრდი და საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილებები მივიღე. ამიტომ ამჟამად ჩემს ცხოვრებაში შედარებით ნაკლები პრობლემაა, ვიდრე ადრე იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალშიც აუცილებლად ასე იქნება. ამიტომ მე დიდი ყურადღება მმართებს იმისთვის, რომ ჩემი სტაბილური მდგომარეობა შევინარჩუნო. – მომავალში კიდევ აპირებთ ალბომების გამოშვებას?
– რა თქმა უნდა. მუშაობა ძალიან მიყვარს, ამიტომ მომავალში კიდევ არაერთ
ალბომს გამოვუშვებ. სათქმელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს, თან რეპი უდიდეს
სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ კიდევ ბევრ სიმღერას დავწერ, რომლითაც, იმედი
მაქვს, ბევრს დიდ სიამოვნებას მივანიჭებ. რეპი ჩემი ცხოვრებაა და მის
გარეშე ჩემთვის ძალიან რთული იქნება. ახალ ალბომს ალბათ ერთი წლის შემდეგ
გამოვუშვებ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |