მთავარი » 2010 ივლისი 22 » ლილ უეინი ახალ ალბომს ციხეში წერს
3:01 PM ლილ უეინი ახალ ალბომს ციხეში წერს | |
მიუხედავად იმისა,
რომ რეპერი ლილ უეინი ნიუ-იორკის ციხეშია, მის თაყვანისმცემლებს შეეძლებათ
კუმირის ახალი ნამუშევრით დატკბნენ.
მინი-ალბომი სახელწოდებით „I'm Not a Human Being", სექტმებერში გამოვა. სავარაუდოდ, რეპერის დაბადების დღეს, 27 სექტემბერს ფირფიტის პრეზენტაცია ინტერნეტში შედგება. შეგახსნებთ, რომ ლილ უეინი სასჯელს იარაღის უკანონო ტარებისთვის იხდის. მისი უკანასკნელი ალბომი „Rebirth", 2010 წლის თებერვალში გამოვიდა. თუ როდის გამოვა რეპერის ახალი სოლო-ფირფიტა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ალბომის სახელწოდება იქნება „Tha Carter IV" | |
|
სულ კომენტარები: 0 | |